სინდრომი ანუ ვის უგალობ, ვისაო?!

სლავომირ მროჟეკის მიხედვით მუსიკალური თერაპია ერთ მოქმედებად

სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი– ანდრო ენუქიძე
მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე
ლოტბარი  – თემურ დოლიძე
ქორეოგრაფი – შალვა გოგუაძე
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე

მონაწილეობენ:
ოკულისტი  – ტიტე კომახიძე
ბაბუ– ზაალ გოგუაძე
შვილიშვილები – მამუკა მანჯგალაძე, დავით ჯაყელი, ლევან თედორაძე
ექთანი – მარინა ბურდული


ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ანდრო ენუქიძემ, საქვეყნოდ აღიარებული პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხეიდვით დადგმა გადაწყვიტა „ახალ სცენაზე“. 

ექვსი მოქმედი პირი - თოფით შეიარაღებული ბაბუა, რომელიც ვერ ხედავს, მუტრუკი შვილიშვილები, ოკულისტი და მისი ექთანი ერთი შეხედვით სასაცილო კოლიზიებს გაითამაშებენ. ბაბუა და შვილიშვილები იმისთვის აკითხავენ ოკულისტს, რომ აღმოაჩინონ და მოკლან ვინმე კარლო... 

უცნაური, მრავლისმთქმელი, სასაცილომდე სასტიკ, შეიძლება ითქვას, ბოდვანარევი ისტორიას მივყავართ ოდესღაც ლაღი ინტელექტუალური ცხოვრებით მცხოვრები ოკულისტის პიროვნების დაშლამდე. იგი დამსმენი ხდება და ბაბუასა და შვილიშვილების ხელში პოლიტიკური შეკვეთის ბრმა იარაღად წარმოჩინდება


  • 09 დეკ, ორშაბათი 19:00
    სპექტაკლი იმართება ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში
  • 09/12/2019 19:00
    სპექტაკლი იმართება ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში