ხანუმა

ავქსენტი ცაგარელის კომედიის მიხედვით ორ მოქმედებად

რეჟისორი – ანდრო ენუქიძე
მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე
კომპოზიტორი – მიხეილ მდინარაძე
ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე, თეონა ლორთქიფანიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :
ხანუმა - თათია თათარაშვილი , კოტე - მამუკა მანჯგალაძე, სონა - ანანო იაშვილი, ქაბატო - ანო ზურაშვილი, ვანო ფანტიაშვილი - ზაალ გოგუაძე, თეკლე - მაია ცეცხლაძე, მიკიჩ კონტრიანცი - კახა კობალაძე, სარა - ქეთევან ეგუტიძე, ტიმოთე- ტიტე კომახიძე, აკოფა - ოთარ ქათამაძე, კალანდაძე - ზაზა ზოიძე, ჟუჟუნა - ინგა ღირდალაძე, მასწავლებელი - ნინო კვიტაიშვილი, გუბერნატორი - ნოდარ ძიძიგური, გუბერნატორის ცოლი - დიანა ჩახუნაშვილი, გუბერნატორის შვილი - ხატია ფოფხაძე, გუბერნატორის სიდედრი - ნანა კიკვაძე, გიმნაზიელი გოგონა - მერი ნაკაშიძე, გიმნაზიელი ბიჭები - ლაშა კონცელიძე, დავით წერეთელი, ნიკა ძიძიგური, გიორგი ფუტკარაძე


ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ განსაკუთრებით იზიდავს მაყრებელს პერსონაჟთა კოლორიტული ბუნებითა და კომედიური ჟანრის ოსტატურად მოხმობილი ხერხებით.
პიესა მსოფლიოს არაერთ სცენაზე განხორციელებულა სხვადასხვა ინტერპრეტაციით. „ხანუმა“-ს თავისებურ, ორიგინალურ გააზრებას სთავაზობს დამდგმელი რეჟისორი ანდრო ენუქიძეც, რომელიც სრულიად მოულოდნელ, მრავალმხრივ საინტერესო ფუნქციას შესძენს „კნიაზ“ ვანო ფანტიაშვილს. 
რა ხილვა ეწვევა ხანუმასგან გაცუცურაკებულ თავადს?
პასუხს ამ კითხვაზე ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე იხილავს მაყურებელი.


  • 30 ნოე, შაბათი 19:00
  • 30/11/2019 19:00