მედეა

ბერლინერ ანსამბლი(გერმანია)

რეჟისორი - მიხაილ თალჰაიმერი

სცენოგრაფია - პლაფ ალტმანი

კოსტიმები - ნელე ბალკჰაუზენი

კომპოზიტორი - ბერტ ვრედე ვიდეო

დიზაინი - ალექსანდერ დიუ პრელი

განათება - იოჰან დელაერე, ულრიხ ეჰი

დრამტული მრჩეველი - სივილე ბაშუნგი

მონაწილებენ : ძიძა - სტეფანია რეინსპერგერ კორინთელი ქალების ქორო - ბეტინა ჰოპე მედეა - კონსტანს ბეკერი კრეონი - მარტინ რენჩი იასონი - მარკ ოლივერ შულცე ეგეოსი - ოლივერ კრაუშერ მოამბე - გერიტ ჯანსენი


იასონმა მიატოვა მედეა; მას და მის შვილებს განდევნა ემუქრებათ. კრეონის ქალიშვილზე დაქორწინების შემდეგ, იასონი მიიღებს საბოლოო მოქალაქეობას და სოციალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. მედეა, უაღრესად გულნატკენი ამ ღალატით და იასონის მიერ უგულებელყოფილი ერთგულებითა და ქორწინებით, ამზადებს სასტიკ შურისძიებას. უსაზღვრო სიყვარული იცვლება უსაზღვრო სიძულვილით: მედეა გადაწყვეტს საკუთარი შვილების მოკვლას. რას წარმოადგენენ ადამიანები, რა შეიძლება წაართვა მათ, მანამ სანამ უმოწყალოდ მოგექცევიან? დაიდგა 2013 წელს BERLIN THEATERTREFFEN-ში პრემიერა ბერლინერ ანსამბლში : 10.11.2017

თეატრის შესახებ:
ბერლინერის ანსამბლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი ტრადიციის მქონე თეატრია გერმანიაში. ბერტოლდ ბრეხტის ცმობილი კომპანიის სახელობის ბერლინელის ანსამბლს აქვს დაწერილი თეატრის ისტორია. თავისი 125 - წლიანი ისტორიის განმავლობაში თეატრი შიფბაერდამზე ყოველთვის ეხებოდა დროსთან შესაბამის სოციალური მნიშვნელობის მქონე საკითხებს და 2017-18 წლების სეზონზეც, როდესაც დაიწყო მხატვრული დირექტორის როლში ოლივერ რიზის ხელმძღვანელობა, ბერლინერის ანსამბლმა კიდევ ერთხელ მიმართა თავისი ყურადღება თანამედროვე ტექსტებსა და თემებზე. ახალი მხატვრული დირექტორის, ოლივერ რიზის ხელმძღვანელობის ქვეშ ბერლინერის ანსამბლი აგრძელებს ყოფილი მხატვრული რეჟისორების, ბერტოლდ ბრეხტისა და ჰაინერ მიულერის ტრადიციებს და ყურადღებას ამახვილებს თეატრზე, რომელიც ასახავს ჩვენს ახლანდელ დროებას. ბერტოლდ ბრეხტის ნამუშევრების გარდა, რეპერტუარში წარმოდგენილია ცოცხალი ავტორების აქტუალური თემები და თანამედროვე პიესები, რომლებიც სცენაზე ჩვენი დროის აქტუალური საკითხებს განიხილავს.


  • 08 დეკ, კვირა 19:30
    სპექტაკლი იმართება ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში
  • 08/12/2019 19:30
    სპექტაკლი იმართება ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში
ბილეთის ფასი: 8–40  შეიძინეთ ბილეთები ონლაინ