შინელი

ნიკოლოზ გოგოლი

ტექსტის ადაპტირება : კადრი ოზჯანი
რეჟისორი : მინე აჯარი
რეჟისორის ასისტენტი : ბაშაკ ანარ ოზჯანი
სცენოგრაფია : სელიმ ჯენისლი
განთების მხატვარი : ალი ერთეკინ - მეჰმედ იაშაიანი
მუსიკალური გაფორმება : პეტერ გუნდრი

მონაწილეობს - კადრი ოზჯანი


ნიკოლოზ გოგოლის ნაწარმოების - ,,შინელის’’ მიხედვით დადგმული, ამავე სახელწოდების მონოდრამა ტექსტის ახალი ადაპტიციაა. ამ სპექტაკლით თეატრმა ,,ლიბრემ’’ მონაწილეობა უამრავ საერთაშორისო და ადგილობრივ ფესტივალში მიიღო; მონოდრამა საუკეთესო რეჟისურის პრიზის მფლობელი გახლავთ.
„ლიბრა“ ახალგაზრდა თეატრია, რომელიც ექსტრაორდინალური, ექსპერიმენტული დადგმებით გამოირჩევა. თეატრი თანამედროვე დრამატურგიით და ახალი ესთეტიკური ფორმების შექმნითაა დაინტერესებული - სწორედ ახალი იდეების, ძველი ფორმების ადაპტაციებისა და ახლის ძიების შედეგს წარმოადგენს მათი პირველი ნამუშევარი „შინელი“.

კაცი უცნობ ქვეყანაში იღვიძეებს, იქ არც კარია, არც ფანჯარა. ეს ყველაფერი ციხეს ჰგავს, რომლისგან თავის დაღწევაც არ შეუძლია. გათავისუფებისთვის ბრძოლაში ის გაიაზრებს, რომ უნდა შეჩერდეს, რადგან იმ სივრცეში მარტო არაა. ის იატაკზე მწოლიარე უგონოდ მყოფ მამაკაცს აღმოაჩენს, რომლის გამოფხიზლებასაც უშედეგოდ ცდილობს. მცდელობის მარცხის შემდეგ გაანალიზებს, რომ მეხსიერება დაკარგა. ვინ არის ის? რატომ არის ის აქ? როგორ აღმოჩნდა ის აქ? ვინ ჩაკეტა ის აქ? ვინ არის ის კაცი, რომელიც იატაკზე წევს?

თეატრი „ლიბრა“ 2016 წელს ქალაქ ანარაში კადრი ოზჯანის მიერ დაარსდა. მათ მუშაობა დაიწყეს ახალგაზრდა, ადგილობრივ და უცხოელ ნიჭიერ არტისტებთან ერთად დაიყეს. პირველად თეატრმა დადგმა „შინელი“ წარმოდგინა. თეატრი ,,ლიბრა’’ ბევრ საერთაშორისო და ადგილობრივ ფესტივალებში იღებს მონაწილეობას. ახალ დაფუძნებულ თეატრში ექსპერიმენტული ნამუშევრები იქმნება, რომელიც ადამიანის უნივერსალურ ფასეულობებზეა ფოკუსირებული; თეატრს თვითმყოფადი, ინდივიდუალური ფორმა და სტილი აქვს, ეს უკანასკნელი რეჟისორ კადრი ოზჯანის დადგმებში ჩანს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეჟისორის მიერ შემუშავებული ტექნიკით უკვე ბევრი თურქული თეატრი მუშაობს.


  • 18 დეკ, ოთხშაბათი 19:00
    სპექტაკლი იმართება ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში
  • 18/12/2019 19:00
    სპექტაკლი იმართება ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში