ღვთაებრივი კომედია

ჯოჯოხეთიდან სამოთხეში

დამდგმელი ქორეოგრაფი , კოსტიუმებისა და განათების მხატვარი, ეთნოტეჩ მუსიკის ავტორი : ემილიანო პელისარი
ქორეოგრაფი : მარიანა პორცედუ
გამოყენებულია : მსოფლიო კლასიკური და ეთნოტეჩ მუსიკა

მონაწილეობენ:
ჩიფალდი, ფრანჩესკო სავერიო, ჯანგრასო ფრანჩესკა, ინსერა ჯადა, ბერტოლიო სარა, ბაფონი, ნიკოლას, ლეილა, გაბი


მოცეკვავეები უგულებელყოფენ გრავიტაციას და ეფექტების უწყვეტ ალღუმში წყვდიადიდან არაჩვეულებრივი სურათები მოდიან. სამყარო, რომელშიც რეალური და არარეალური დანტეს ტრილოგიის საოცარი სურათების კალეიდოსკოპში ერწყმება ერთმანეთს. შოუ, რომელშიც განათების დიზაინი, მუსიკა და სპეც-ეფექტები ერწყმის ათლეტურ ცირკსა და პანტომიმას. ეთნიკური, მსოფლიო და კლასიკური მუსიკა ქმნის სხვა სამყაროულ ატმოსფეროს, რომელიც იწვევს თეატრალურ გამოცდილებას, სადაც ყველაფერი ისე ჩანს, როგორც ოცნებაში.

თეატრის შესახებ:
NoGravity არის ემილიანო პელისარის მიერ დაარსებული საშემსრულებლო ხელოვნების კომპანია. NoGravity -ს შემოქმედებითი ნაშრომები კვეთს საზღვრებს სხვადასხვა საშემსრულებლო ხელოვნებას შორის, რათა შექმნას მულტიდისციპლინარული წარმოდგენები და თეატრალური დადგმები. NoGravity -ს სტილი შთაგონებულია მარველის რენესანსისა და ბაროკოსეული თეატრების ექსტრაორდინალური მიქანიკით, რომელიც ფოკუსირდება ადამიანისა და მანქანის ურთიერთობებზე. სილამაზე, სიზმარი, მარველი, ილუზია და ხალისი არის ემილიანო პელისარის პოეტიკის გასაღები. სიმბოლოები, შთაგონებები, შემოთავაზებები, ცოცხალი სურათები (ეგრეთ წოდებული tableaux vivant) იქმნება კოლექტიური წარმოსახვის უსწორმასწორო ნაპირების აღსაბეჭდად. NoGravity წარმოადგენს თავის შოუებს ყოველწლიურ მსოფლიო ტურებზე. მათი დადგმები ნაჩვენებია რუსეთში, ჩინეთში, კოლუმბიაში, ურუგვაიში, შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში, იტალიაში. 2018 წელს NoGravity წარმოდგენილია ესპანეთში, იტალიაში, კანარის კუნძულებზე, სამხრეთ ამერიკაში, პოლონეთში, რუსეთში და აზერბაიჯანში დადგმებით - Divina Commedia, Aria, Comix, Leonardo.


  • 19 დეკ, ხუთშაბათი 19:00
  • 19/12/2019 19:00
  • 20 დეკ, პარასკევი 19:00
  • 20/12/2019 19:00
ბილეთის ფასი: 8–40  შეიძინეთ ბილეთები ონლაინ