ღმერთო რისთვის?!

პიესა ერთ მოქმედებად ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით

რეჟისორი და მუსიკალური გაფორმება – ნუგზარ გაჩავა
სცენოგრაფია – ქეთევან სხირტლაძე, შოთა ბაგალიშვილი
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე
ვიდეომონტაჟი – ზურაბ ქავთარაძე

მონაწილეობენ:
ავთანდილ ქარჩავა, ლაშა კონცელიძე, დიმიტრი მელია, ლევან თედორაძე, დიანა ჩახუნაშვილი, ეკა ჩავლეიშვილი, ანო ზურაშვილი


რეჟისორი ნუგზარ გაჩავა ნოდარ დუმბაძის განუმეორებელი სევდითა და იუმორით აღსავსე სამყაროს აცოცხლებს. თბილისი. იტალიური ეზო. 37–ი წელი. ქართულ–სომხური ოჯახი. ვანიჩკა სომეხი კაცია, მისი მეუღლე, ანეტა–ქართველი ქალი. მათ მეზობლად ცხოვრობს ანიკო, რომელიც მარტო ზრდის მცირეწლოვან ვაჟს. რეპრესია ანიკოსაც შეეხება, მასაც გადასახლებენ. ანიკოს ბოლო იმედი, შეძახილი თავისი მეზობელი ვანიჩკასკენ, შვილი მშობლებთან ჩამიყვანე ხონშიო. 
რა მოვლენები გათამაშდება ამ ამბიდან 12–ი წლის შემდეგ, როგორი მიტუშა უბრუნდება თბილისს, ვისთან შეხვედრა და რა ახალი თავგადასავალი ელის ამ ახალგაზრდა კაცს? – ამას სპექტაკლის ნახვის შემდეგ შევიტყობთ.