კლასიკური კოპროდუქცია

ქართულ-პოლონური სპექტაკლი ერთ მოქმედებად

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცის თეატრი

 

პიესის ავტორი (სამსახიობო იმპროვიზაციის მიხედვით) - კატაჟინა კნიხალსკა

რეჟისორი - იაცეკ გლომბი

სცენოგრაფია და კოსტიუმები -  მალგოჟატა ბულანდა

სასცენო მოძრაობა - კოტე ფურცელაძე

ანიმაცია და გრაფიკული ილუსტრაცია - მარიუშ ვოლანსკი

მუსიკალური გაფორმება - ბარტეკ სტრაბუჟინსკი

რეჟისორის ასისტენტები - იოლა ნაჩინსკა, ზვიად მურვანიძე

თარგმანი რეპეტიციების დროს - თათია ამბარდნიშვილი

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :

ქართველი ქალი 1 – თათია თათარაშვილი; ქართველი ქალი  2 – ანო ზურაშვილი

ქართველი ქალი  3 - ანიკო ცეცხლაძე; ქართველი ქალი  4 - მაია ცეცხლაძე

პოლონელი ქალი 1 - მალგოჟატა პატრინი; პოლონელი ქალი  2 - მალგოჟატა ურბანსკა

პოლონელი ქალი  3 - ევა გალუშინსკა; პოლონელი ქალი  4 - ანიტა პოდდებნიაკი

პოლონელი ქალი  5 - კატაჟინა დვორაკი; პოლონელი ქალი  6 - მაგდა სკიბა

ქართველი მამაკაცი 1 - მამუკა მანჯგალაძე; ქართველი მამაკაცი 2 - დავით ჯაყელი

ქართველი მამაკაცი 3 - ზაალ გოგუაძე; ქართველი მამაკაცი 4 - ტიტე კომახიძე; ქართველი მამაკაცი 5 -  ოთარ ქათამაძე

პოლონელი მამაკაცი 1 - რაფალ ჩიელუხი; პოლონელი მამაკაცი  2 - ბარტოშ ბულანდა

პოლონელი მამაკაცი  3 - მათეუშ ქჟიკი; პოლონელი მამაკაცი  4 - რობერტ გულაჩიკი

პოლონელი მამაკაცი  5 - პაველ პალცატი; პოლონელი მამაკაცი  6 - ბოგდან გჟეშჩაკი

 

პრემიერა:

2019 წლის 2 ოქტომბერი –ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი სცენა.

2019 წლის 9 ნოემბერი - ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცის თეატრის ,,გაჯიცკის“ სცენა. 


პოლონელმა დრამატურგმა კატაჟინა კნიხალსკამ ,,კლასიკური კოპროდუქციის“ პიესა ორი სამსახიობო ჯგუფის - ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცისა და ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების საუბრებსა და იმპროვიზაციაზე დაყრდნობით შექმნა. სწორედ რეპეტიციების პროცესში გამოიკვეთა ის თემები, რომლებიც საფუძვლად უდევს სპექტაკლის შემადგენელ ექვს სურათს. თითოეული  სურათი დამოუკიდებელ, მთლიან ერთეულს წარმოადგენს, თითოეული მათგანი სხვადასხვა სპექტრით  წარმოაჩენს საქართველოსა და პოლონეთის გადაკვეთის წერტილებს, ეს შეიძლება იყოს მსგავსი ისტორიული წარსული, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი პიროვნება, საერთო ტრავმები, მსგავს ეროვნულ კომპლექსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში წამოჭრილ თემებს სერიოზული ხაზი გასდევს თან და ზოგიერთი მათგანი შეიძლება მკტივნეულიც კი იყოს, გირჩევდით მსუბუქად შეხედოთ მათ - ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მხოლოდ თეატრალური შთაბეჭდილებების კონაა, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, სამსახიობო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ აკინძული.

სპექტაკლის მეტათეატრალური ფორმა და  გადაწყვეტა საშუალებას იძლევა თვითკრიტიკითა და ღიმილით შევხედოთ ხშირ შემთხვევაში არც თუ სასიამოვნო ეროვნულ პრობლემებს. თეატრალური დადგმა არ  მოგვითხრობს ამბავს პოლონურ-ქართულ მეგობრობაზე, არ აღმოაჩენს უნივერსალურ სიმართლეს არც ერთ მოცემულ ქვეყანაზე, არამედ საშუალებას მოგვცემს დავინახოთ საკუთარი თავი მეორე, უცნაური ქვეყნის პერსპექტივიდან, რომლის შესახებაც, სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ - ქართველმა და პოლონელმა მაყურებელმა - არაფერი არ ვიცით.

სპექტაკლის შექმნასა და მის განხორციელებას აფინანსებს ქვედა- სილეზიის თვითმმართველობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.