მემორანდუმი

  27 აპრ. 2016 წ.

  2016 წლის 23 აპრილს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 მემორანდუმი ითვალისწინებს შემოქმედებითი განათლებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას; შემოქმედებითი და ტექნიკური პროექტების ერთობლივ განხორციელებას. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები აწარმოებენ შეთანხმებულ პოლიტიკას ერთობლივი პროექტების მომზადების, განხორციელებისა და აუცილებელი რესურსების მომზადების მიზნით; მხარეები გამოიყენებენ ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკურ და ინტელექტუალურ რესურსებს  მემორანდუმის მიზნების მისაღწევად; გაუწევენ ერთმანეთს კონსულტაციებს, განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო - შემოქმედებით პროექტებს; ჩაატარებენ ერთობლივ სიმპოზიუმებს, ფესტივალებს, კონკურსებს, სემინარებს, კონფერენციებს და ასევე სხვადასხვა სახეობის ერთჯერად შემოქმედებით პროექტებს. მემორანდუმი არ ზღუდავს პარტნიორობის  სახეებსა და ფარგლებს. მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა საკითხებში ორმხვრივი ინტერესების შესაბამისად.

  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი იმედს გამოთქვამს, რომ ზემოაღნიშნული მემორანდუმი არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს მხარეებს.