განახლებული თეატრის შენობის საზეიმო გახსნა და საპრემიერო ჩვენებები

  27 მარ 2019

2019 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, რეაბილიტაციის შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა პრემიერით „KLDIASHVILI.GE #იმედითადამოთმინებით“(რეჟ. ანდრო ენუქიძე). 

თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და ფონდი „ქართუ“–ს მიერ 14,5 მლნ. ლარით დაფინანსდა. საზეიმო გახსნას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ–მინისტრი  მამუკა ბახტაძე, აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს დავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოსა და აჭარის ა.რ. მთავრობის კაბინეტის წევრები. საზეიმო გახსნაზე აგრეთვე მოწვეული იყო საქართველოს პროფესიული თეატრების მოღვაწეები, საზოგადოების  წარმომადგენლები და სხვა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანდრო ენუქიძემ.  დასასრულს მაყურებელმა იხილა საპრემიერო სპექტაკლი „KLDIASHVILI.GE #იმედითადამოთმინებით", ხოლო რამოდენიმე დღეში გაიმართა მორიგი საპრემიერო ჩვენება, ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“.  ორთავე სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე.