ბათუმის დრამატული თეატრი

სილამაზის დედოფალი

  15 ივლ. 2017 წ.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარეობს მუშაობა ცნობილი ინგლისელი კინორეჟისორის, სცენარისტის, პროდიუსერისა და დრამატურგის მარტინ მაკდონახის პიესაზე ,,სილამაზის დედოფალი“ (თარგმანი ირაკლი სამსონაძის). მარტინ მაკდონახი თანამედროვეობის ერთ - ერთი გამორჩეული დრამატურგია, ,,21-ე საუკუნის მთავარი დრამატურგი“, ,,ევროპის სენსაცია“, ,,თანამედროვე სცენის საოცრება“, ეს ის ეპითეტებია, რომლითაც ამკობენ მარტინ მაკდონახს.

სპექტაკლს დგამს ცნობილი ლიტველი რეჟისორი ლინას მარიუს ზაიკაუსკასი, რომელიც ბათუმელი მაყურებლისათვის ცნობილია ბათუმის დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლით - ივან ფრანკოს ,,მოპარული ბედნიერება“, სცენოგრაფიაზე მუშაობს მხატვარი მარგარიტა მისიუკოვა, მუსიკალური გაფორმება ლინას მარიუს ზაიკაუსკასი და თენგიზ შამილაძის. ახალ სპექტაკლში როლებს ასრულებენ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები: მარინა ბურდული, მაია ცეცხლაძე, ლევან თედორაძე და მოწვეული მსახიობი გიგა დათიაშვილი.

სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება ივლისის თვის მეორე ნახევარში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“.