ბათუმის დრამატული თეატრი

ოზურგეთის ფესტივალი

  11 ივლ. 2016 წ.

   ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მონაწილეობა მიიღო ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალში, სპექტაკლით ,,საბრალდებო დასკვნა“ (ნოდარ დუმბაძის რომანის ,,თეთრი ბაირაღები“-ს მიხედვით).

  სპექტაკლი დადგა გამოჩენილმა ქართველმა რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ, მხატვარი ბიძინა ქავთარაძე, კოსტიუმების მხატვარი თამუნა ლომიძე. როლებს ასრულებდნენ: მსახიობები ლაშა კონცელიძე, ზაალ გოგუაძე, კახა კობალაძე, დიმიტრი მელია, ლევან თედორაძე, მანუჩარ შერვაშიძე, ტიტე კომახიძე, ნოდარ იაკობაძე, ავთო ქარჩავა, ზურაბ ქავთარაძე, ლია აბულაძე, დიანა ჩახუნაშვილი, ქეთევან ეგუტიძე, ზაზა ზოიძე, გიორგი მეგრელიძე, გიორგი ფირცხალაშვილი.
  სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ანდრო ენუქიძეს, ფესტივალის დიპლომი და მინიატურული ქანდაკება გადასცა.