ბათუმის დრამატული თეატრი

ანონსი

  29 აგვ. 2016 წ.

 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარეობს მუშაობა  იეჟი პილხის დრამის ადაპტირებულ ვარიანტზე (ინსცენირების ავტორი-კატიჟინა კრიხანსკა), სათაურით ,,რამდენი დემონიც გნებავთ“.  

სპექტაკლს დგამს თეატრისა და კინოს პოლონელი რეჟისორი იაცეკ გლომბი, სცენოგრაფიაზე მუშაობს მხატვარი მალგოჟატა ბულანდა-გლომბი, კომპოზიტორი - ბარშოტ სტაბუჟინსკი, სასცენო მოძრაობა - ვიტოლდ იურევიჩის. ახალ სპექტაკლში როლებს ასრულებენ მსახიობები: თათია თათარაშვილი, მერი ნაკაშიძე, მაია ცეცხლაძე, მარინა ბურდული, კახა კობალაძე, ზურაბ ქავთარაძე, ლაშა კონცელიძე, ტიტე კომახიძე, ზაალ გოგუაძე, მამუკა მანჯგალაძე.

სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება 2, 3, 4 სექტემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე.