ბათუმის დრამატული თეატრი

მზადება პრემიერისთვის

  23 მარ. 2017 წ.

  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ  სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ფრანგი ქალი მწერლის იასმინა რეზას პიესაზე ,,ომის ღმერთი“. სპექტაკლს დგამს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კინოდოკუმენტალისტი გიორგი შალუტაშვილი, სცენოგრაფიაზე მუშაობს მხატვარი  თეო კუხიანიძე, სპექტაკლს მუსიკალურად აფორმებს თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე თენგიზ შამილაძე.

სპექტაკლში როლებს ასრულებენ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები:  ლია აბულაძე, მაია ცეცხლაძე, ზურაბ ქავთარაძე და ტიტე კომახიძე. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება 25 მარტს  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის “ახალ სცენაზე”.