ბათუმის დრამატული თეატრი

ანონსი

  28 აპრ. 2017 წ.

  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარეობს მუშაობა ცნობილი ამერიკელი სცენარისტის, პროდიუსერისა და მსახიობის მიურეი შისგალის პიესაზე ,,ვეფხვი“ (თარგმანი ქეთი დოლიძის)  და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ ინსცენირებაზე ,,ღმერთო რისთვის?“

  მიურიე შისგალის პიესას ,,ვეფხვი“ დგამს ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე. სცენოგრაფიაზე მუშაობს მხატვარი მამია ტყეშელაშვილი, მუსიკალური გაფორმება ქეთი დოლიძის,  ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე. ახალ სპექტაკლში როლებს ასრულებენ მსახიობები: თათია თათარაშვილი და ზაალ გოგუაძე. ნოდარ დუმბაძის ,,ღმერთო რისთვის?“ დადგმას ახორციელებს შესანიშნავი ქართველი რეჟისორი ნუგზარ გაჩავა (უახლოეს პერიოდში ეს მისი რიგით მეორე დადგმაა ბათუმის დრამატულ თეატრში), სპექტაკლის მხატვარია ქეთი სიხარულიძე, მუსიკალური გაფორმება ნუგზარ გაჩავასი. სპექტაკლში როლებს ასრულებენ მსახიობები: ავთანდილ ქარჩავა, ლაშა კონცელიძე, ზაზა ზოიძე, ლევან თედორაძე, დიმიტრი მელია, დიანა ჩახუნაშვილი, ეკა ჩავლეიშვილი და ანა ზურაბიშვილი.სპექტაკლების საპრემიერო ჩვენება გაიმართება მაისის თვეში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე.