ბათუმის დრამატული თეატრი

გასტროლი ხულოს თეატრში

  6 ივნ. 2017 წ.

  ხულოს თეატრი

   ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაარსებიდან 80 წლისთავი შეუსრულდა. ხულოში პირველი წარმოდგენა გასული საუკუნის 10-იან წლებში გაიმართა, ხოლო 1937 წელს გაიხსნა სახელმწიფო დრამატული თეატრი. თეატრმა თავისი შემოქმედებითი საქმიანობა 1952 წელს შეწყვიტა. ამ პერიოდში დაიხურა საქართველოს რაიონული თეატრების უმრავლესობა. 1992 წლიდან ხულოში კვლავ გაიხსნა სახელმწიფო დრამატული თეატრი.

   თავისი მოღვაწეობის მანძილზე თეატრმა მყარად დაიმკვიდრა თავისი ადგილო ქართულ თეატრალურ სივრცეში. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გულწრფელად ულოცავს ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და მის ერთგულ მაყურებელს დაარსებიდან 80 წლის იუბილეს. იმედია, თეატრი მომავალშიც  წარმატებით გააგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.

 

ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლი ხულოში

    2017 წლის 5 ივნისს ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის დაარსებიდან 80 სლისთავთან დაკავშირებით ბათულის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ხულოს თეატრში გამართა სპექტაკლი გურამ ბათიაშვილის ,,სამშობლო მცირეთა და მრავალთა“. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ზურაბ სიხარულიძე, მხატვარი თეო კუხიანიძე, სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ზაალ გოგუაძე, ავთანდილ ქარჩავა, ზაზა ზოიძე, ჯემალ ველიაძე, ნოდარ იაკობაძე. დავით წერეთელი, გოგიტა მეგრელიძე, ჯუმბერ კახიძე.