ზურაბ ქავთარაძე

1996 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1953 წლის 2 იანვარს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2002 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო სარეჟისორო ფაკულტეტი, მხატვრული კინოს სპეციალობით.

1983-1988 წლებში - მეტეხის თეატრის მსახიობი;

მნიშვნელოვანი როლები: გუბერნატორი ცეიონი, ტერენციუს ნერონი (ცრუ ნერონი); მეფე შარლი (ტოროლა); გრიქულ ვაღრამიჩი (ვაი ჭკუისაგან); გლეხი (ჩვენისთანა ბედნიერი განა არი სადმე ერი?!); გელა (მერე რა რომ სველია, სველი, იასამანი); პარუმ ოსეპა (ჯერ დაიხოცნენ, შემდეგ იქორწინეს); ოქრპეტა (მზიანი ღამე); გაბრიელი (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში); სენიორ ლომბარდი (ორი ბატონის მსახური); ალფონსი (მა მურე); კაკო (მოხუცთა თავშესაფარი); მთხრობელი (ზვავი); ალე (ერთი უბრალო ამბავი); ბომჟი (ბოლო გაჩერება); მარლაგრამი (31 ივნისი); ჟევაკინი (ქორწინება); ანდრია (ტერეზა რაკენი); ებრაელი მეცნიერი (ნული საათი); მოსამართლე (მოგზაური ზღპარი); შოშია (თეთრი ბაირაღები);  პასტორი (რამდენი დემონიც გნებავთ); ალექსი (ომის ღმერთი); პასტორი (კილი და დუ); ლივიუ (განმშორებელი); ტენორიო (სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი); სოფლის გიჟი (KLDIASHVILI.GE  #რწმენითადაიმედით); გუბერნატორი (ხანუმა).

გადაღებულია ფილმებში:

"წიგნი ფიცისა"; ოჰ, ეს საზიზღარი ტელევიზორი“; „ჭერი“; „მოვკლათ მეფე“; „მონანიება“; „ნეილონის ნაძვის ხე“; „ვირთხა“; „უძინართა მზე“; „იავნანამ რა ჰქმნა“; „ლეონარდო“; „იღბლიანი“; იყო და არა იყო რა“; „ჩიხი“; „ცხელი ძაღლი“; „დუბ D”; „ახლობელი მტერი“; „თორმეტი მსაჯული“; „ბოლო სადგური“; „სოლომონი“; „კაცი“; „ნამე“.

გადაღებული აქვს ფილმები: „ჰომოსაპიენსები“; "ტრიუმფი", "დუბლ D", "ტაო-კლარჯეთი", "კიშინოვური პორტრეტები", "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო", "კულისებიდან კულისებში", "ბათუმი-ტრაპიზონი-ბათუმი", "იყო და არა იყო რა"; კომენტარის გარეშე“; „ბათუმური ქრონიკები“; „ჯვარო მიდიხარ, ჯვარო დაბრუნდები“; „მემთივრეები“; „ზექერია“; „დაკარგული საქართველო“; „ყურმოკრული ამბავი“

ჯილდო: 2005 წელი - საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელი ბათუმის დრამატულ თეატრში შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.