ზაზა ზოიძე

1995 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1971 წლის 9 აგვისტოს. 1994 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, პედაგოგი - ნუგზარ გაჩავა.

მნიშვნელოვანი როლები:

ჯარისკაცი (ტოროლა); ფერშალი, პილატე (ბომგარდი); ლუარსაბ თათქარიძე (ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!); პოლკოვნიკი ფრონტონი (ცრუ ნერონი); გლეხი (ძველი სასამართლო); ლეგაი (ლამარა); გელას სიმამრი (ნუგზარი და მეფისტოფელი); ბაჩა (მერე რა რომ სველია, სველი იასამანი); უშანგი აბესაძე (მზიანი ღამე); მარკოზა (კუდიანის დღიურები); ქისტი (სტუმარ–მასპინძელი); მამასახლისი (მოპარული ბედნიერება); გამომძიებელი გაგუა თეთრი ბაირაღები); ჯორჯიკისძე  (სამშობლო მცირეთა და მრავალთა); მამაკაცი (ზაფხულის დღე); დონ ბალთაზარ ლოპესი (სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი); კალანდაძე (ხანუმა); გოგა (სადღაც ცისარტყელას მიღმა), შამრაევი (თოლია). მხედარმთავარი (დედა კურაჟი). ნიკო (რაც გინახავს ვეღარ ნახავ). კოტე კანდელაკი (1902 წელს ბათომში)
 

გადაღებულია ფილმებში: "ბიჭი ბედნიერთა სოფლიდან", "ცხელი ძაღლი"; „ჩემი ცოლის დაქალები“, ჰეროკრატია“, „ეშმაკის ბორბალი“.

ჯილდოები: 2019 წელი - აჭარის თეატრალური საზოგადოება - მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „ზაფხულის ღამე“.