ტიტე კომახიძე

1998 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1975 წლის 1 იანვარს. 1996 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. პედაგოგი - ლევან მირცხულავა.

მნიშვნელოვანი როლები:

დარისპანი (დარისპანის გასაჭირი); კრუპიე ბიჭი (იქ, სადაც ღვარად მოედინება); შარბილი (ცრუ ნერონი); ჯერემია პიჩემი (სამგროშანი ოპერა); ბრმა (ბარაბა); ივანე (გაყრა); ჭიჭინაძე (მზიანი ღამე); კოსტა (მერე რა რომ სველია, სველი იასამანი); მეფისტოფელი (ნუგზარი და მეფისტოფელი); ტრუფალდინო (ორი ბატონის მსახური); მეთევზე (ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს); ფილიპო (გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი); ელექტრიკოსი (31 ივნისი); მამალი (ერთი უბრალო ამბავი); ქმარი (ბოლო გაჩერება); ბიჭი (ბონდოს ღამე);  იოანე (ტერეზა რაკენი); პომილიკო (მსუქანი ბიჭი ნატურმორტში); მაიორი (რამდენი დემონიც გნებავთ); ოკულისტი (სინდრომი, ანუვის უგალობ ვისაო?!); ჭეიშვილი (თეთრი ბაირაღები);  თეო სარაპო (ედიტ პიაფი); ქმარი (ომის ღმერთი); მაიორი (სასტუმრო ჰაიფა); ავტორი (კილი და დუ); ემილ, გოგუ, ვიორელ (განმშორებელი); მამა დიეგო, ეპისკოპოსი (სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი); ტიმოთე (ხანუმა); დორნი (თოლია); პეპე (თამაში). მღვდელი (სოფელსა შინა). თავადი დავითი (რაც გინახავს ვეღარ ნახავ)

გადაღებულია ფილმებში და სერიალებში: „ლიბერტანგო“; „ცხელი ძაღლი“; „თვე, როგორც ერთი დღე“; „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“, „ანოს და ვანოს თავგადასავალი“

ჯილდოები:

2008 წელი - აჭარის თეატრალური საზოგადოება - პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „ნუგზარი და მეფისტოფელი“.

2018 წელი – თანამედროვე დრამის საერთაშორისო ფესტივალი (რუმინეთი) – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, სპექტაკლში „განმშორებელი“

2018 წელი – აჭარის თეატრალური საზოგადოება - პრემია იუსუფ კობალაძის სახელობის;

2018 წელი - ქ.ბათუმის მერია - "წლის ხელოვანი"