ლაშა კონცელიძე

2005 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1983 წლის 14 მარტს. 2004 დაამთავრა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, პედაგოგი - მერაბ ლებანიძე.

მნიშვნელოვანიროლები:

ჯარისკაცი (კალიგულა); მუშა (დარისპანის გასაჭირი); აჩიკოს დაცვა (საღამოს ბაღში, როგორ ცფერად სიზმარში); სილფე (ნუგზარი და მეფისტოფელი); დაცვა, მაფიოზი (ორი ბატონის მსახური); მასხარა (მამურე); სტუდენტი (ვატერპოლო); მევიოლინე ბიჭი (ბოლო გაჩერება); იტალიელი მზარეული (ღამის პორტიე); ქისტი (სტუმარ–მასპინძელი); კორნელი (რამდენი დემონიც გნებავთ); ზაზა (თეთრი ბაირაღები); მიტო (ღმერთო რისთვის?!); პოლიციელი (პეპი მაღალწინდა); არაბი (სასტუმრო ჰაიფა); გამომძიებელი (განმშორებელი); როდერიგო (სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი); გიმნაზიელი ბიჭი (ხანუმა); ალექსი (კუნძული).

გადაღებულია: “იდენტიფიკაცია”, „ტიფლისი“

ჯილდოები:

2008 წელი - პრემია წლისსაუკეთესო როლის შესრულებისათვის;

2010 წელი - პრემია წლის საუკეთესო როლის შესრულებისათვის.

2018 წელი – საქართველოს თეატრალური საზოგადოების აჭარის ორგანიზაცია – “ზაზას”როლის საუეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში„თეთრი ბაირაღები“