მეგი კობალაძე

2007 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1986 წლის 31 მაისს. 2007 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, პედაგოგი გიორგი მარგველაშვილი.

მნიშვნელოვანი როლები: ბიატრისა (ხედი ხიდიდან); მაიკო (ნუგზარი და მეფისტოფელი); გოგო (ზვავი); კლარიჩე (ორი ბატონის მსახური); ტერეზა (ტერეზა რაკენი); ტუვე (უდღეური დღეობა); ელექტრა (ელექტრა); ქალი (სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი); ნესტანი (საპნის ოპუსი); კარინი (ჩურჩული და კივილი); ჰანა (ცხოვრება გრძელდება); მირანდა (სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი);

თავისუფალი თეატრი - "ხედი ხიდიდან"

მონოპიესების ფესტივალი - ლალი (მე მქვია ლალი); ზიპო (ზიპო)

მონოპიესების ფესტივალი – რეჟისორი და პიესის ავტორი - "მა-გული"

დამოუკიდებელი პროექტი კლუბი "მტკვარი" – ჰამლეტი (ჰამლეტი)

გადაღებულია ფილმებში: „ასსა“; „მარილივით თეთრი“; შემოდგომა“; „ოჯახი“; „ჩემი ცოლის დაქალები“.

ჯილდოები:

2007 წელი – აჭარის თეატრალური საზოგადოება – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სექტაკლში "ზვავი";

2008 წელი – საერთაშორისო კინოფესტივალი „ადანა“–ს პრიზი – ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "შემოდგომა";

2009 წელი – საერთაშორისო კინოფესტივალი „BIAFF“–ის  პრიზი – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "შემოდგომა"; 

2015 წელი – აჭარის თეატრალური საზოგადოება – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "ელექტრა";

2018 წელი – თეატრალური პრემია „დურუჯი“, სპექტაკლში „სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი“ განხორციელებული როლისათვის – „საუკეთესო მსახიობი ქალი“;

2019 წელი – აჭარის თეატრალური საზოგადოება – მირანდას როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი".