მერი ნაკაშიძე

2013 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1985 წლის 17 მარტი. 2003 წელს დაამთავრა ქ.ბათუმის ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელი, ხოლო 2008 წელს დაამთავრა ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამისა და კინოს თეატრალური უნივერსიტეტი.

2008 წლიდან 2013 წლამდე ქ.თბილისის ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, შესრულებული როლები: ნამცეცა (ნამცეცა); სიყვარულის ქალღმერთი (ყინულის დედოფალი); ყვავილების მბრძანებელი (პატარა უფლისწული); პრინცესა (კატის ზღაპარი); შავი ანგელოზი (რომეო და ჯულიეტა).

მნიშვნელოვანი როლები: ელისი (ბოლო გაჩერება); ტასო (ერთი უბრალო ამბავი); ქალი ქორო (ელექტრა); ლედი მაკბეტი (ქვრივთა ნუგეშისმცემელი); ცოლი (სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი); კონკია (კონკია); ელისი (უფრო ახლოს); კილი (კილი და დუ); პასტოროვა (რამდენი დემონიც გნებავთ); ნასტია (მოპარული ბედნიერება); ანა (მაწანწალა ზღაპარი); დონა იზაბელა (სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი); გიმნაზისტი გოგო (ხანუმა).

გადაღებულია ფილმებში: „ორი აგური“;