ანი ცეცხლაძე

2012 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1985 წელს. 2009 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს ფაკულტეტი.

მნიშვნელოვანი როლები: 

სალომე (საპნის ოპუსი); ტასო (ერთი უბრალო ამბავი); ალისა (ბოლო გაჩერება); პრინცესა მელისენტა (31 ივნისი); ქოროს ხელმძღვანელი (ელექტრა); მანდილოსანი (მაწანწალა); აღაზა (სტუმარ–მასპინძელი); მარია (ჩურჩული და კივილი); ტუფია (KLDIASHVILI.GE #რწმენითადაიმედით), ელე (თამაში).

თბილისის თოჯინების თეატრი – ცქნაფა (გათვლა)

თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი – ანიკო (აი იქ)

ტელეკომპანია "ფორმულა" – ნინიკო – "თესეა" (სერიალი)

ჯილდო: 

2016 წელი -  აჭარის თეატრალური საზოგადოება, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, აღაზა „სტუმარ–მასპინძელი“.