ბათუმის დრამატული თეატრი

ირაკლი სამსონაძე

პოზიცია: ლიტერატურული ნაწილის გამგე

დრამატურგი, მწერალი.

2014 წლიდან ბათუმის დრამატულ თეატრში

 

 

ირაკლი (ლაშა) გივის ძე სამსონაძე დაიბადა 1961 წლის 31 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1978-1983).

1985 წელს ჟურნალ “ხელოვნებაში” გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა “შუაღამისას”.

1992-1996 წლებში იყო ალმანახ “დრამატურგიის” მთავარი რედაქტორის მოადგილე, ხოლო 1996-98 წებში – ამავე ალმანახის მთავარი რედაქტორი.

არის საქართველოს მწერალთა კავშირის და თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი 1986 წლიდან დღემდე.

1988-1989 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” შემოქმედებით სახელოსნოში, რომელსაც ხელმნდძღვანელობდა რეზო თაბუკაშვილი, შექმნილი აქვს სცენარები.

გამოცემული წიგნები

  • „ტრიპტიქი“, თბილისი, "მერანი",2000 წელი, (პიესები)
  • „გარეუბანი“, თბილისი, გამომცემლობა "სანი", 2003 წელი, (მოთხრობები)
  • "ყურთბალიში", თბილისი, გამომცემლობა "არეტე", 2004 წელი
  • "ინდაურის კვერცხი", თბილისი, გამომცემლობა "არეტე", 2010 წელი

მისი სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები

საქართველოს თეატრებში დადგმული სპექტაკლები

  • “შუაღამისას” - ახალციხის თეატრი, 1985 წელი, რეჟისორი გ. მაცხონაშვილი.
  • “ბედნიერი ბილეთი” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟისორი გია ანთაძე.
  • “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1990-91 წლების სეზონი, რეჟისორები: გოგა თავაძე და გ. ბარაბაძე, დადგმის ხელმძღვანელირობერტ სტურუა.
  • “იქ სადაც ღვარად მოედინება” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1995-96 წლების სეზონი, რეჟისორი გ. თავაძე.
  • “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 2006, 2007 და 2010 წლების სეზონი, რეჟისორებირობერტ სტურუაანდრო ენუქიძე.
  • “ბედნიერი ბილეთი” - მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟ. შალვა გაწერელია.
  • “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” – მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 1990-91 წლების სეზონი, რეჟისორი შალვა გაწრელია.
  • “შუაღამისას” - ახმეტელის თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟისორი მარლენ ბესტავაშვილი.
  • “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” – ახმეტელის თეატრი, 1991-92 წლების სეზონი, რეჟიოსორი გიორგი შალუტაშვილი.
  • “მეხუთე პერსონაჟი” – ახმეტელის თეატრი, 2007-008 წლების სეზონი, რეჟ. გ. შალუტაშვილი.
  • “იქ, სადაც ღვარად მოედინება” - რუსთავის დრამატული თეატრი, 1995-96 წლების სეზონი, რეჟისორი კ. აბაშიძე.
  • “ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის” – რუსთავის დრამატული თეატრი, 1996-97 წლების სეზონი, რეჟისორი ლ. სვანაძე.
  • “ინდაურ ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” - საბავშვო ზღაპარი რეჟისორი კ. აბაშიძე , 1996-97 წლების სეზონი.
  • “აბეშურა – ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი” - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 2003 – 04 წლების სეზონი, რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე.
  • “ბებო მარიამი, ანუ ტრადიციული ქართული სუფრა” - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 2005-06 წლების სეზონი, რეჟისორი ნ. ლორთქიფანიძე.
  • “ხილვები გზაგასაყართან” - ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2003 – 04 წლების სეზონი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია.
  • ” მეხუთე პერსონაჟი” - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2007 – 08 წლების სეზონი, რეჟისორი გ. შალუტაშვილი.
  • “სიყვარული კვარცხლბეკზე - “თეატრში ათონელზე”, 2007 წელი, რეჟისორი ანდრო ენუქიძე.
  • “კონსენსუსი” - 2008 წელი, რეჟისორი დ. ქვარცხავა.
  • “საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში”- ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2005-06 წლების სეზონი.
  • 2007 წელს რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელდა პირველი ქართული თეატრალური სერიალი “13-12 = 1″ (სერიალის ავტორი – ი. სამსონაძე, რეჟისორი – ნ. ხუსკივაძე, დადგმის ხელმძღვანელი რ.სტურუა).
  • "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით" (კომიკური იგავი ერთ მოქმედებად, გიორგი თავაძესთან თანაავტორობით)
  • "დაბოლილი მთვარე გაპრიალებულ იატაკზე" (ირაკლი სამსონაძის და გოგა თავაძის კომიკური იგავი) – შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 2009–10 წლების სეზონი, რეჟისორიგოგა თავაძე

ჯილდოები