ბათუმის დრამატული თეატრი

ანდრო ენუქიძე

პოზიცია: სამხატვრო ხელმძღვანელი

რეჟისორი, დრამატურგი

2014 წლიდან ბათუმის დრამატულ თეატრში

 

ბიოგრაფია

ცნობილი ქართველი თეატრის რეჟისორი ანდრო ვლადიმერის ძე ენუქიძე დაიბადა 1965 წლის 9 იანვარს.

1987 წელს დაამთავრა საქართველოსთეატრალურიინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (დიმიტრიალექსიძისა და თემურჩხეიძის სახელოსნო).

არის ორმოცზე მეტი სპექტაკლის ავტორი, რომლებიც დადგმული აქვს რუსთაველის, მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, რუსთავის, ჭიათურის, გრიბოედოვის, „თეატრი ათონელზე“, თავისუფალ და ბათუმის თეატრებში. აგრეთვე უცხოეთში: ოპულის კოხანოვსკის სახელობის, ქალაქ ვროცლავის სპულჩესნის, ნოვოსიბირსკის თეატრში "ძველი სახლი", ომსკის მეხუთე და ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრებში.

საუკეთესო დადგმები

  • დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (რუსთაველის თეატრი), 1994 წ.
  • „სოლომონი“ (დავით კლდიაშვილის მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრი)
  • ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“ (სპულჩესნის თეატრი)
  • დავით კლდიაშვილის „მსხვერპლი“ (მერაბ კოსატავს სახელობის თეატრი)
  • ფრიდრიხ დიურენმატის „მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი“ (რუსთავის თეატრი), 1990 წ.

გადაღებული აქვს ფილმები:

  • „ტურდეში მომხდარი ამბავი“ (ხორხე ლუის ბორხესის მიხედვით), საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1998 წ.
  • იუკიომიშიმას „ჩემი მეგობარი ჰიტლერი“, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999 წ.
  • „წვრილვარსკვლავთაღამე“, ტელესერიალი (45 სერია), სცენარის თანაავტორები: ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილი, მიხო მოსულიშვილი, კობა ცხაკაიაიოსებ მჭედლიშვილი; თანარეჟისორი: კობა ცხაკაია; საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999 – 2000 წ.წ.

დაწერილი აქვს პიესები და სცენარები:

  • „ხვალ პრემიერაა“ (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად, მიხო მოსულიშვილთან თანაავტორობით), 1989 წ.
  • „მეცამეტე ექსპერიმენტული“ (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად, მიხო მოსულიშვილთან თანაავტორობით), 1991 წ.
  • „ქალები ნისლში“, 1998
  • „ანგელოზი ჩემოდნით“ (სცენარის სინოფსისი), ჟურნალი „ცისკარი“, # 5, 2002 წ.
  • (По мотивам «Записок из мертвого дома» в одном, а может, и в двух действиях), 2005 წ.
  • „Fast food“ (საკუთარიპიესა), დაიდგა ავთანდილვარსიმაშვილის „თავისუფალ თეატრში“ – 2010 წ.

ჯილდოები

  • საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია პიესისათვის „ხვალ პრემიერაა“ (თანაავტორი მ. მოსულიშვილი), 1989;
  • საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია პიესისათვის „მეცამეტე ექსპერიმენტული“ (თანაავტორი მ. მოსულიშვილი), 1991 წ.
  • სპექტაკლისთვის „კაცია - ადამიანი?!“ (დადგა რობერტ სტურუასთან ერთად) 2000 წელს გახდა რუსთავში გამართული თეატრალური ფესტივალის, „ოქროსნიღაბის“ ლაურეატი, ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა“.
  • ასევე არის ტრაპიზონის შავი ზღვის აუზის ქვეყნების თეატრალური ფესტივალის ლაურეატი (2002-2005 წწ.).
  • 2005 წელს ქალაქ ნოვგოროდში, დოსტოევსკის სახელობის მეცხრე თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლისათვის მიენიჭა „გრან პრი“.