ბათუმის დრამატული თეატრი

რამდენი დემონიც გნებავთ

დეტექტიური თრილერი ერთ მოქმედებად იეჟი პილხის რომანის მიხედვით თარგმნა მარია ფილინამ და ირაკლი სამსონაძემ

×

   ,, ...რამდენი დემონიც გნებავთ"- იეჟი პილხის მოთხრობის მიხედვით, პოლონელი რეჟისორის, იაცეკ გლომბის რეჟისორობით, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული თეატრალური თრილერია. სამხრეთ პოლონეთის ერთ პატარა სოფელში , სადაც რელიგია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და სადაც იმდენი რწმენაა რამდენი სახლიც დგას, იკარგება ახალგაზრდა გოგონა. მთელი სოფელი ერთვება მის ძებნაში. იქნებ სახლიდან გაიქცა? იქნებ გონიეცის ყოვლისშემძლე ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰყავთ იგი დამწყვდეული? სოფლელთაგან ერთ-ერთმა ხომ არ გამოასალმა გოგონა სიცოცხლეს? ანდაც შესაძლოა ყველაფრის უკან ის დემონები დგაგან ასე ხშირად რომ ახსენებენ სოფლის მცხოვრებლები? რა იცით, რომ ისინი არ არიან შემოქმედნი ყოველივე ცუდისა რაც ჩვენში არსებობს? სიბნელით მოცულ კრიმინალში ყოველ წევრს საკუთარი დიდი თუ პატარა საიდუმლო გააჩნია. აქ რაციონალური და ზებუნებრივი სამყარო ერთმანეთს ერწყმის და თქვენზეა დამოკიდებული ამათგან რომელს იწამებთ. ისტორია ერთმანეთში აერთიანებს ჩახლართულ კრიმინალურ გამოცანას, გამორჩეულ იუმორსა და ფუნდამენტურ კითხვებს ადამიანის ბოროტი ბუნების შესახებ.

 

რეჟისორი – იაცეკ გლომბი (პოლონეთი)
ინსცენირების ავტორი – კატიჟინა კნიხანსკა
მხატვარი – მალმოჟატა ბულანდა–გლომბი
კომპოზიტორი – ბარტოშ სტაბუჟინსკი
სასცენო მოძრაობა – ვიტოლდ იურევიჩი
რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე


მონაწილეობენ:
თათია თათარაშვილი, მერი ნაკაშიძე, მაია ცეცხლაძე, მარინა ბურდული, კახა კობალაძე, ზურაბ ქავთარაძე, ზაალ გოგუაძე, ტიტე კომახიძე, ლაშა კონცელიძე, მამუკა მანჯგალაძე.

  •   შაბათი  16 დეკ.
      19:00
  •   კვირა  17 დეკ.
      19:00