ბათუმის დრამატული თეატრი

რეპერტუარი

  • კონკია


    ავტორი: ადამ პეკი
    რეჟისორი: ქრესიდა ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი)
    ქრონომეტრაჟი: 60 წთ.
    პრემიერის თარიღი: 12 დეკ. 2017 წ.

კომედია ერთ მოქმედებად

ეს არის ,,კონკიას’’ თანამედროვე ვერსია, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა ქრესიდა ბრაუნმა დადგა ბათუმის დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“. პიესის აღნიშნული ვერსია, ასევე ბრიტანელ ხელოვანებს სელი ქოქსონს და ადამ ფექს ეკუთვნით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ზღაპრის ვერსია თანამედროვე ოჯახზე, სიყვარულზე, ახლებურად დანახულ მარადიულ ღირებულებებზე.

სპექტაკლში მაყურებელი თავად ხდება მონაწილე კონკიას თავს დატეხილი მწუხარების, სიძულვილის, ეჭვიანობის, გარიყულობის, შურისძიების, გადარჩენისთვის ბრძოლის, სიყვარულის და რა თქმა უნდა ჯადოსნური თავგადასავლის! ბრიტანელი რეჟისორი რესიდა ბრაუნი „კონკია“–ს თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს ბათუმელ თეატრის მოყვარულებს.

  • ედიტ პიაფი


    ავტორი: ნინო სადღობელაშვილი
    რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
    ქრონომეტრაჟი: 100 წთ.
    პრემიერის თარიღი: 15 ოქტ. 2017 წ.

ნინო სადღობელაშვილის დრამა ერთ მოქმედებად

ნინო სადღობელაშვილის პიესა ედიტ პიაფის უკანასკნელ დღეებზეა. ლეგენდარული ფრანგი მომღერლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა თანაბარ წილად ირეკლავს ლანდებსა და რეალურ ადამიანებს, ერთ ნიჭსა და მეორე ნიჭს მის ბიოგრაფიაზე, ბედზე, ცხოვრებაზე გვიამბობენ.

  • სილამაზის დედოფალი


    ავტორი: მარტინ მაკდონახი
    რეჟისორი: ლინას მარიუს ზაიკაუსკასი (ლიტვა)
    ქრონომეტრაჟი: 100 წთ.
    პრემიერის თარიღი: 21 ივლ. 2017 წ.

კრიმინალური კომედია მარტინ მაკდონახის მიხედვით თარგმნა ირაკლი სამსონაძემ

  მარიტინ მაკ-დონახი "სილამაზის დედოფალი" მძაფრი ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც მოხუცებული ქალისა და თავისი ქალიშვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. 
ირლანდიური დაბა. არავის უჩერდება გული მყუდრო, მაგრამ მოსაწყენ დასახლებაში. ვინ ინგლისსა თუ ამერიკაში ეძებს საშოვარს, ვის კი ერთფეროვანი ყოველდღიურობა ვერ აუტანია. 
მოხუცებულ ქალს მარტო დარჩენის ეშინია, მის ქალიშვილს შეყვარებულთან ერთად სურს ამერიკაში ცხოვრება. ორივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისას ეწიოს . . .

 სადამდე მიგვიყვანს უმაღლეს ზღვრამდე აწეული კონფლიქტი?
 ლიტველი რეჟისორი ლინას მარიუს ზაიკაუსკასი ამ დაძაბული ისტორიითა და ზოგადსაკაცობრიო თემით წარსდგება ბათუმელი მაყურებლის წინაშე.

  • ვეფხვი


    ავტორი: მიურეი შისგალი
    რეჟისორი: ქეთი დოლიძე
    ქრონომეტრაჟი: 65 წთ.
    პრემიერის თარიღი: 25 მაისი 2017 წ.

მიურეი შისგალის ტრაგიკომედია "ვეფხვი" თარგმნა ქეთი დოლიძემ

  ქალი და მამაკაცი, გლორია და ბენი. ბენმა გლორია მოიტაცა, თავის ბუნაგში შეათრია. დიახ, ბუნაგში, თითქოს, ბენი ვეფხვიაო, გლორია კი მისი ნადავლი. 
მიურეი შისგალის ორპერსონაჟიანი პიესა, რომელიც ქეთი დოლიძემ დადგა ბათუმის "ახალ სცენაზე", სწორედ ასეა დასათაურებული _ "ვეფხვი". 
პიესა გლობალური სამყაროსთვის დამახასიათებელ მრავალ პრობლემას ეხება, ხოლო ამ ორი პერსონაჟიდან ვინ აღმოჩნდება "ვეფხვი", კითხვით ნიშნის ქვეშ დავტოვოთ.                         

  • ღმერთო რისთვის?!


    ავტორი: ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით
    რეჟისორი: ნუგზარ გაჩავა
    ქრონომეტრაჟი: 95 წთ.
    პრემიერის თარიღი: 13 მაისი 2017 წ.

პიესა ერთ მოქმედებად ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით

  რეჟისორი ნუგზარ გაჩავა ნოდარ დუმბაძის განუმეორებელი სევდითა და იუმორით აღსავსე სამყაროს აცოცხლებს. თბილისი. იტალიური ეზო. 37–ი წელი. ქართულ–სომხური ოჯახი. ვანიჩკა სომეხი კაცია, მისი მეუღლე, ანეტა–ქართველი ქალი. მათ მეზობლად ცხოვრობს ანიკო, რომელიც მარტო ზრდის მცირეწლოვან ვაჟს. რეპრესია ანიკოსაც შეეხება, მასაც გადასახლებენ. ანიკოს ბოლო იმედი, შეძახილი თავისი მეზობელი ვანიჩკასკენ, შვილი მშობლებთან ჩამიყვანე ხონშიო. 
რა მოვლენები გათამაშდება ამ ამბიდან 12–ი წლის შემდეგ, როგორი მიტუშა უბრუნდება თბილისს, ვისთან შეხვედრა და რა ახალი თავგადასავალი ელის ამ ახალგაზრდა კაცს? – ამას სპექტაკლის ნახვის შემდეგ შევიტყობთ.                          

  • ომის ღმერთი


    ავტორი: თამაზ გოდერძიშვილის ქართული ვერსია იასმინა რეზას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით
    რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილი
    ქრონომეტრაჟი: 95 წთ.
    პრემიერის თარიღი: 25 მარ. 2017 წ.

სევდიანი კომედია ერთ მოქმედებად თამაზ გოდერძიშვილის ქართული ვერსია იასმინა რეზას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით

  ერთ მოქმედებიანი ტრაგიკომნედია „ომის ღმერთი“ იასმინა რეზას გახმაურებული პიესაა, რომელიც რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა ქართულ სინამდვილეში გადმოიტანა. ორი ოჯახი, ორი ცოლ-ქმარი ეცონბა ერთმანეთს, შეხვედრის მიზეზია მათ ვაჟებს შორის მომხდარი კომფლიქტი. 11 წლის ბავშვებმა იჩხუბეს, ახლა მშობლების გასარკვევია, როგორ გადაწყცვეტენ პორბლემას. „მე მჯერა ომის ღმერთისა, ომის ღმერთი მართავდა და მართავს სამყაროს“ -ო, ამბობს ერთ-ერთი პერსონაჟი; ამას თავისი გამართლება აქვს - ბავშვების ჩხუბი „ცივილიზებული“ მშობლების დაძაბულ, ნევროზულ კომფლიქტში გადაიზრდება. როგორ? რატომ? რა მიზეზით? იქნებ იმიტომაც, რომ ომის ღმერთია კაცობრიობის მარადიული პრობლემა და მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ანდა, უკეთ ვთქვათ, თითქოს ვიცით, რამდენად დიდი ტრაგედიაა ომი, მაინც ვომობთ. აქ კი უკვე სრული აბსურდი იწყება ...                              

  • სამშობლო მცირეთა და მრავალთა


    ავტორი: გურამ ბათიაშვილი
    რეჟისორი: ზურაბ სიხარულიძე
    ქრონომეტრაჟი: 70 წთ.
    პრემიერის თარიღი: 28 იანვ. 2017 წ.

გურამ ბათიაშვილის პიესა ერთ მოქმედებად

 საქართველოს ოქროს ხანა – თამარის ეპოქა. ამირთ–ამირა აბულასანი სამეფო დარბაზის უმრავლესობის რამდენიმე წევრს იხმობს თავისთან. კამერულ სივრცეში დაძაბული საუბარი იმართება; ვის მოჰგვრიან ქმრად თამარ მეფეს – ექშორიაქმნილ იური ბოგოლუვსკის თუ ბერძენ კონმენოსს. 
    ფაქტობრივად ეს პარტიის შიდაპოლიტიკური, ანგარებაზე გათვლილი დიალოგია, რასაც პიესის ბოლოს სამეფო დარბაზის უმცირესობის წევრებიც უერთდებიან. რა შეთანხმებამდე მივლენ ისინი? ამაზე მოგვითხრობენ დრამატურგი გურამ ბათიაშვილი და რეჟისიორი ზურაბ სიხარულიძე ბათუმის ახალ სცენაზე