ტერეზა რაკენი

ცოდვიანი სიყვარულის ტრაგიკული ისტორია(ორ მოქმედებად)

პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – ავთო ვარსიმაშვილი
დამდგმელი მხატვარი – მირიან შველიძე
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე

მონაწილეობენ:
მეგი კობალაძე, ზაალ გოგუაძე, ნატო გოგიტაური, ტიტე კომახიძე, ზურაბ ქავთარაძე


ემილ ზოლას ნაწარმოები მძაფრი დრამაა, რომელიც ერთი ოჯახის ფონზე ვითარდება. ქალბატონი თავის ავადმყოფ ვაჟს ოჯახში შეხიზნულ, უთვისტომო ქალიშვილზე დააქორწინებს. ახალგაზრდა ქალი სიცოცხლესა და ქალურ ბედნიერებას ელტვის. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, "საჭირო" დროს აუცილებლად ჩნდება "საჭირო" მამაკაცი. ამჯერადაც ასე მოხდება. შეყვარებული წყვილი ავადმყოფის თავიდან მოცილებას გადაწყვეტს და თავის მიზანს განახორციელებს კიდეც. რა სასჯელს გაუმზადებს მათ განგება?