ზამთრის ზღაპარი

კომედია ერთ მოქმედებად

პიესის ავტორი - იგნას კორნელისენი
თარგმანი - დავით გაბუნია და გურამ ღონღაძე

რეჟისორი - ტარეკ ისკანდერი (დიდი ბრიტანეთი)
მხატვარი - თამარ ჭავჭანიძე
მუსიკალური გაფორმება - თენგიზ შამილაძე
რეჟისორის თანაშემწე - თეონა ლორთქიფანიძე

მონაწილეობენ:

ზაალ გოგუაძე, მარინა ბურდული, მამუკა მანჯგალაძე, ია ვახანია


მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზღაპრის ბოლო ერთია - სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, სიყვარული კი სიძულვილს, მკითხველი თუ მაყურებელი მაინც მოუთმენლად ელის ამ მაგიურ ჟანრში მოგზაურობას. 
ბრიტანელი რეჟისორი ტარეკ ისკანდერი ახალ სცენაზე წარმოადგენს იგნასი კორნელისენის პიესას - „ზამთრის ზღაპარი“.
ნაწარმოების ბოლო აკორდია ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვები : „ ამ ამბის მორალია...“ როგორც ხედავთ, დრამატურგი სამი წერტილით ასრულებს ისტორიას. 
რა უნდა იყოს „ზამთრის ზღაპრის“ მორალი ? ამაზე სპექტაკლის ნახვის შემდეგ ჩავფიქრდეთ...