უფრო ახლოს

პატრიკ მარბერის პიესა ორ მოქმედებად

ბათუმის ილია ჭვაჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივ პროექტს.

რეჟისორი – ნინი ჩაკვეტაძე
მხატვარი – გიორგი უსტიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი – თამუნა ლომსაძე
რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე

მონაწილეობენ:
ლარი – დავით ჯაყელი
დენი – მამუკა მანჟგალაძე
ელისი – მერი ნაკაშიძე
ანა – მარინა ბურდული
 

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით


რა ხდება მაშინ, როდესაც მოულოდნელად თავს გვატყდება შეგრძნებები, რომელთა გაკონტროლების ძალა არ შეგვწევს? რა არის ვნება? საიდან ჩნდება? ვიცით კი, კონკრეტულად რომელ წამს იბადება ესა თუ ის შეგრძნება? რატომ ვანგრევთ ადამიანები ურთიერთობებს? რატომ გვეშინია იმ ემოციების, რომლებსაც ვერ ვუმკლავდებით? ვნება იარაღია, რომელის არასწორად წარმართვის შემთხვევაში, შედეგი შესაძლოა კატასტროფული იყოს. სიყვარული ვნების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ვნება ზოგჯერ უსიყვარულოდაც ჩნდება. 


,,უფრო ახლოს“ ეს არის სპექტაკლი სიყვარულზე, მოულოდნელად გაჩენილ სურვილებზე, ემოციურ შიმშილზე, მარტოობასა და მძაფრი შეგრძნებების მოთხოვნილებაზე. ადამიანებზე, რომლებიც ვერც უერთმანეთოდ ძლებენ და არც ერთად ცხოვრება შეუძლიათ. ოთხი პერსონაჟის უცნაურად ჩახლართული ოთხკუთხედი, რომელიც საბოლოოდ შემზარავი შედეგით სრულდება. ეს არის ისტორია ადამიანებზე, რომლებიც მთელი ცხოვრება ეძებენ სიყვარულს და როცა პოულობენ, შენარჩუნების მაგივრად, ყველაფერს ანგრევენ. უფრო მეტის მოთხოვნილება, შეგრძნებების თავიდან განცდის საჭიროება, მარტო დარჩენის შიში და ეგოიზმი - აი ეს არის ის, რაშიც პიესის გმირები ხვდებიან და გამოსავალის პოვნიც მცდელობები, კიდევ უფრო დიდ პრობლემებს უქმნით.