მოპარული ბედნიერება

ორ მოქმედებად

რეჟისორი და მუსიკალური გაფორმება – ლინა მარიუზ ზაიკაუსკასი
სცენოგრაფი – მარგარიტა მისიუროვა
ქორეოგრაფი – ლეოკადია დაბუჟინსკაიდე
რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე

მონაწილეობენ:
ზურაბ ქავთარაძე, ქეთევან ეგუტიძე, ზაალ გოგუაძე, ზაზა ზოიძე, მერი ნაკაშიძე, გოგიტა მეგრელიძე, ნიკა ძიძიგური, ნატო გოგიტაური, ნანა კიკვაძე, ნინო კვიტაიშვილი, დიანა ჩახუნაშვილი


უკრაინელი ავტორის, ივან ფრანკოს „მოპარული ბედნიერება“ მოგვითხრობს სიყვარულის ისტორიას, რომელიც რიგი და რიგი მიზეზების გამო, ვერ შედგა, თუმცა, წლების შემდეგ ახალი ძალით იფეთქა და მსხვერპლიც მოითხოვა...
გულისშემძვრელი ამბავია, რასაც ლიტველი რეჟისორი, ლინას მარიუს ზაიკაუსკასი განახორციელებს ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე.