ომის ღმერთი

სევდიანი კომედია ერთ მოქმედებად თამაზ გოდერძიშვილის ქართული ვერსია იასმინა რეზას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით

რეჟისორი – გიორგი შალუტაშვილი
მხატვარი – თეო კუხიანიძე
მუსიკალური გაფორმება – თენგიზ შამილაძე
ვიდეომონტაჟი – ზურაბ ქავთარაძე
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე

მონაწილეობენ:
ზურაბ ქავთარაძე, ლია აბულაძე, მაია ცეცხლაძე, ტიტე კომახიძე


ერთ მოქმედებიანი ტრაგიკომნედია „ომის ღმერთი“ იასმინა რეზას გახმაურებული პიესაა, რომელიც რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა ქართულ სინამდვილეში გადმოიტანა. ორი ოჯახი, ორი ცოლ-ქმარი ეცონბა ერთმანეთს, შეხვედრის მიზეზია მათ ვაჟებს შორის მომხდარი კომფლიქტი. 11 წლის ბავშვებმა იჩხუბეს, ახლა მშობლების გასარკვევია, როგორ გადაწყცვეტენ პორბლემას. „მე მჯერა ომის ღმერთისა, ომის ღმერთი მართავდა და მართავს სამყაროს“ -ო, ამბობს ერთ-ერთი პერსონაჟი; ამას თავისი გამართლება აქვს - ბავშვების ჩხუბი „ცივილიზებული“ მშობლების დაძაბულ, ნევროზულ კომფლიქტში გადაიზრდება. როგორ? რატომ? რა მიზეზით? იქნებ იმიტომაც, რომ ომის ღმერთია კაცობრიობის მარადიული პრობლემა და მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ანდა, უკეთ ვთქვათ, თითქოს ვიცით, რამდენად დიდი ტრაგედიაა ომი, მაინც ვომობთ. აქ კი უკვე სრული აბსურდი იწყება ...