სასტუმრო ჰაიფა

კატაჟინა კნიხალსკას ტრაგიკომედია ერთ მოქმედებად მარეკ ჰლასკოს მოთხრობებისა და რომანის მიხედვით
თარგმნა მირანდა გურგენიძემ

რეჟისორი – იაცეკ გლომბი (პოლონეთი)
სცენოგრაფი – მამუკა ტყეშელაშვილი
კომპოზიტორი – ბარტოშ სტრაბუჟინსკი (პოლონეთი)
სასცენო მოძრაობა – ვიტოლდ იურევიჩი (პოლონეთი)
რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე
თარგმანი რეპეტიციებზე – თათია ამბარდნიშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
დოვ ბენ დოვი – დავით ჯაყელი
ესთერი – მაია ცეცხლაძე
ევა – ანო ზურაშვილი
დინა – თათია თათარაშვილი
მარეკი – მამუკა მანჯგალაძე
რობერტი – ზაალ გოგუაძე
მაიორი – ტიტე კომახიძე
ამერიკელი ქალი – მარინე ბურდული
არაბი პირველი – ნოდარ იაკობაშვილი
არაბი მეორე – ლაშა კონცელიძე
პოლიციელი – რამაზ ღორჯომელაძე


,,სასტუმრო ჰაიფა” პოლონელი ავტორის, კატაჟინა კნიხალსკას პიესას წარმოადგენს, რომელიც ინსპირირებულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერლის, მარეკ ჰლასკის ნაწარმოებებით. მოქმედება მიმდინარეობს 60-იანი წლების ისრაელში, ქვეყანაში, რომელიც დიდად განსხვავდება დღევანდელი სტერეოტიპული წარმოდგენისგან ,,წმინდა მიწის” შესახებ. ისრაელის საპორტო ქალაქში, ჰაიფაში მდებარე ძველ და შეუხედავ სასტუმროში, რომელსაც ექსცენტრიკული ესთერი მართავს, მეორე მსოფლიო ომგამოვლილი ემიგრანტები ცხოვრობენ. თითოეული მათგანი აქ უკეთესი ცხოვრების ძიებამ მოიყვანა. წარმოსახული სამოთხის მაგივრად კი რეალობის სისატიკე, თაღლითობა, ძალადობა, პროსტიტუცია და ღალატი დახვდათ. ამ ჩახუთულ ადგილას, დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ ბრუნდება საიდუმლოებით მოცული მფრინავი-დონ ბენ დოვი. რამ ჩამოიყვანა ის ჰაიფაში? ნუთუ სურს ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს? იქნებ მისი გამოჩენა ხუთი წლის წინ მომხდარ ტრაგედიასთანაა დაკავშირებული?

,,სასტუმრო ჰაიფა” სიბნელით მოცული ისტორიაა ადამიანებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ წარსულის დემონების დამარცხებას. საპორტო სასტუმროს თითოეულ მაცხოვრებელს ერთმანეთთან ომის ტრავმა აერთიანებს, რომელიც მათ საქციელსა და არჩევანს განსაზღვრავს. თუმცა, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, მწარე მომენტებს, ტკბილიც ახლავს თან. არც ,,სასტუმრო ჰაიფაა” გამონაკლისი და სხარტ იუმორს მოკლებული. რეფლექსია, ღიმილი და ემოციურობა - ეს სამი სიტყვა საუკეთესოდ აღწერს ჩვენს სპექტაკლს.

სპექტაკლის შექმნაში იმ პოლონელ ხელოვანთა გუნდი მონაწილეობს, რომელთა ძალისხმევითაც 2016 წელს ბათუმის თეატრში დაიდგა წარმოდგენა ,,რამდენი დემონიც გნებავთ” იეჟი პილხის მიხედვით. დრამატურგიის ავტორია კატაჟინა კნიხალსკა, სარეჟისორო ნაწილს იაცეკ გლომბი უძღვება, სცენოგრაფია მალგოჟატა ბულანდას ეკუთვნის, მუსიკა ბარტოშ სტრაბუჟინსკს, ხოლო სასცენო მოძრაობა ვიტოლდ იურევიჩს. თითოეული მათგანი პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში არსებულ თეატრთანაა დაკავშირებული (იაცეკ გლომბი თეატრის დირექტორია). 2016 წლიდან ქ. ბათუმსა და ქ. ლეგნიცას პარტნიორი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ.