რეპერტუარი

  • ემიგრანტები

  • ავტორი: სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით
  • რეჟისორი: გაგა აბაშიძე
  • ქრონომეტრაჟი: 60 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 10 თებ 2024

ერთ მოქმედებად

გამოჩენილი პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის „ემიგრანტები“ საქვეყნოდ გახმაურებული პიესაა. თემის სიმძაფრე, გმირების აბსურდული და ამავე დროს ტრაგიკომიკური მოცემულობა  გულგრილს არავის ტოვებს და ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ეს ნაწარმოები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული. 

გაბრიელ გოშაძემ არჩევანი „ემიგრანტებზე“ შეაჩერა, პიესის რა ახალ ხედვას, რა გააზრებას შესთავაზებს რეჟსორი მაყურებელს? ამას ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ვიხილავთ.

  • კედელი

  • ავტორი: ვალენტინ კრასნოგოროვის პიესის მიხედვით
  • რეჟისორი: სალომე ჯიჯავაძე
  • ქრონომეტრაჟი: 60 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 20 დეკ 2023

ერთ მოქმედებად

დიალოგის მნიშვნელობა მხოლოდ კომუნიკაციის დასამყარებლად არ გამოიყენება, ორ ადამიანს შორის ურთიერთობაში არსებულ ან არარსებულ დიალოგს მივყავართ რაღაც წერტილამდე. ხშირად, როცა წყვილი ხმამაღლა არ საუბრობს ურთიერთობაზე მაშინ ჩნდება უხილავი “კედელი” და ამ დროს
სრულიად შეუძლებელი ხდება კომუნიკაციის დამყარება. მთავარი კითხვაა არა თუ ის, რომ მათ შორის აღმართული უხილავი “კედელი” დაინგრეს, არამედ შეძლებენ თუ არა გმირები კომუნიკაციის დამყარებს, რაც პირდაპირკავშირში იქნება “კედლის” ჩამონგრევასთან.

  • 1902 წელს ბათომში

  • ავტორი: მიხეილ ბულგაკოვის პიესის „ბათომი“–ს მიხედვით (თარგმანი და სცენური ვერსია ირაკლი სამსონაძე)
  • რეჟისორი: ალექსანდრე ქანთარია
  • ქრონომეტრაჟი: 150 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 10 ნოე 2023

ორ მოქმედებად

მიხეილ ბულგაკოვის „ბათომი“ გადმოგვცემს XX–ე საუკუნის დასაწყისის შფოთით, რევოლუციური განწყობებით სავსე ეპოქას, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორიც იყო იოსებ სტალინი. რა კვალი დატოვა მან ბათუმში? როგორ, რა სახით, მოუტრიალდა იოსებ სტალინი მშვიდ, ზღვისპირა ქალაქს? – ამას სპექტაკლში იხილავთ, რომელსაც დადგამს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ალექსანდრე ქანთარია. 

  • სტალინი 1902 წელს ბათომში

  • ავტორი: მიხეილ ბულგაკოვის პიესის „ბათომი“–ს მიხედვით (თარგმანი და სცენური ვერსია ირაკლი სამსონაძე)
  • რეჟისორი: ალექსანდრე ქანთარია
  • ქრონომეტრაჟი: 200 წთ.