პეპი მაღალიწინდა

ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობის მიხედვით
სპექტაკლი ორ მოქმედებად

ასტრიდ ლინტგრენის უკვდავი პერსონაჟი – პეპი, ამ საახალწლოდ ბათუმის „ახალ სცენაზე“ დაიდებს ბინას.

წიგნის ორიგინალური ინსცენირება ეკუთვნის სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს – მანანა კვირკველიას.

ბათუმელ ბავშვებს ისღა დარჩენიათ, მუხუდო თითო მარცვალი მოიმარაგონ და პეპისთან ერთად წარმოსთქვან მისი მაგიური შელოცვა: „წადით, მომწყდით თავიდან, დაბერება არ მინდა!“

პეპისთან მართლაც არავის უწერია დაბერება, პეპისთან ერთად ხომ შობა–ახალი წელიც უფრო მხიარულდება, ხოლო უფროსებს – მშობლებსა თუ პაპა–ბებიებს ბავშვური ანცი სხივი აუკიაფდებათ ხოლმე თვალებში . . .

სპექტაკლში გამოყენებულია ირაკლი ლომოურის რითმოცანები.

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – მანანა კვირკველია
მხატვარი – შოთა ბაგალიშვილი
მუსიკალური გაფორმება– მაია ჩხეიძე
ქორეოგრაფი– ზურაბ ბეგლარიშვილირეჟისორის თანაშემწე – ნატო ღლონტი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
პეპი – ხატია ფოფხაძე
ტომი – დავით დიასამიძე
ანიკა – ანანო იაშვილი
პოლიციელი – ლაშა კონცელიძე
პოლიციელი, მოსწავლე – თორნიკე ბარამიძე
მოსწავლე, კლარა – ქეთევან ეგუტიძე
მოსწავლე, ქურდი – ნიკოლოზ ძიძიგური
მასწავლებელი – ნინო კვიტაიშვილი
ქურდი – დიმიტრი მელია
ცირკის დირექტორი – დავით წერეთელი
ადოლფი – სესე მიქავა
ქალბატონი სეტერგრენი – ზინაიდა კიკვაძე
ქალბატონი – დიანა ჩახუნაიშვილი

ბავშვები: 
პეპი – სალომე გრიგოლია
ტომი – თედო თავბერიძე
ანიკა – კატო კიკვაძე