სიახლეები
მაია ცეცხლაძე - ჯილდო თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სხვადასხვა ნომინაციაში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდა.
ჯილდო თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის - გადაეცა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს მაია ცეცხლაძეს.
გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი და სპეციალური ჯილდო "ოვაცია"(ბრინჯაო) - ქანდაკების ავტორი ირაკლი წულაძე.
#ვულოცავთ ქალბატონ მაიას კიდევ ერთ აღიარებას.
მოგზაურობა თეატრში
მიმდინარე 144-ე სეზონიდან, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა ბათუმის დრამატული თეატრის აქტიურ და თანმიმდევრულ პიარ კამპანიას
სოციალური ქსელის საშუალებით ხდება პოტენციური მაყურებლისთვის ყველა მათთვის საინტერესო ინფორმაციის - რეპერტუარში არსებული წარმოდგენების, დაგეგმილი პრემიერების, აფიშის(ერთი თვე), პოსტერების, სპექტაკლების ფოტო-ვიდეო მასალის დროულად მიწოდება, ასევე, მაყურებელზე მორგებული, ბილეთების შეძენის სხვადასხვა ფორმის შეთავაზება.
განსაკუთრებით სასიხარულოა, ბოლო პერიოდში მოზარდი თაობის გააქტიურება, რაც გამოიხატება სპექტაკლებზე მათი ჯგუფური დასწრებით.
#ბათუმის_დრამატული_თეატრი_ახალი_მაყურებლის_ძიებაში
ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით ბათუმის დრამატულმა თეატრმა მიიღო გადაწყვეტილება, მოზარდი თაობისთვის, წინასწარ დაგეგმილ დროს, მოაწყოს ე.წ. "მოგზაურობა თეატრში", რომლის მიხედვითაც თეატრის "უჩინარი მსახურები" გააცნობენ სპექტაკლზე მომუშავე ყველა თანამშრომლის ფუნქციასა და როლს, ეს იქნება - გამნათებელი, გამხმოვანებელი, კაპელდინერი, მოლარე, ადმინისტრატორი, რეკვიზიტორი, გრიმიორი, სცენის მემანქანე, რეჟისორის თანაშემწე, მხატვარი თუ სხვა.
რამდენიმე ასეთმა მოგზაურობამ უკვე წარმატებით ჩაიარა თეატრში. მასში დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთო, როგორც თეატრის თითოეული თანამშრონელი, ასევე თითოეული მოზარდი.
თეატრი აგრძელებს აქტიურ სამუშაო პროცესებს, ამდიდრებს რეპერტუარს ახალ მაყურებელელთან შეხვედრის მოლოდინით .
გასტროლი მალტის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე “EUROART 2022“
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის გასტროლი მალტის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე “EUROART 2022“
სპექტაკლი „სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო“ რეჟისორი ანდრო ენუქიძე
სპექტაკლი გაიმართება 1 ივლისს 20 საათზე „Valletta City Teathre“
მალტის რესპუბლიკაში, მალტის ქართული კულტურის ცენტრის „GCC-MALTA“ ორგანიზებითა და კულტურის განვითარებისა და ხელოვნების ევროპული ფონდის (EUFSC) თანადგომით, მალტაში ტარდება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „EUROART 2022.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ხელოვანები. საქართველოს წარმდგენია, GCC MALTA , სადაც წარმოდგენილი იქნება: თეატრი, კინო, ფოლკლორი, კლასიკური მუსიკა, მოეწყობა გამოფენები(სხვადასხვა მიმართულებით).
თეატრის საერთაშორისო დღე
14 იანვარს ქართული თეატრის აღდგენის დღეს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში გაიმართა, შემოქმედებითი კავშირი საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის“ ნომინანტთა დაჯილდოვება.
2021 წლის თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის „გრან-პრი“ გადაეცა ანტონ ჩეხოვის „თოლია“, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. პროფესიული დრამატული თეატრი.