ბათუმის დრამატული თეატრი

თეატრის მუზეუმი

   ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფუნქციონირებს საქართველოს სახალხო არტისტის გაიოზ (კუკური) გოგიბერიძის სახელობის მუზეუმი. მუზეუმში დაცულია თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველი  ექსპონატები, საარქივო მასალები,  ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, თეატრში მოღვაწე პერსონალის პირადი საქმეები, სარეპეტიციო და  წარმოდგენების დღიურები, სპექტაკლების პროგრამები, აფიშები, ბუკლეტები და ალბომები.
     გასული წლების 90-იან წლებში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმს სათავეში ჩაუდგა შესანიშნავი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გაიოზ გოგიბერიძე, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია თეატრის საქმიანობის ამსახველი ექსპონატებისა და მასალების მოძიების, აღდგენა - რესტავრაციის საქმეში.     2005 წელს ბათუმის დრამატული თეატრის მუზეუმს მიენიჭა გაიოზ გოგიბერიძის სახელი.

   თეატრის შემოქმედების ამსახველი ექსპონატები და საარქივო მასალები ხელმისაწვდომია თეატრის ისტორიით დაინტერესებული პირებისა და მკვლევარებისათვის. აღნიშნული მასალების საფუძველზე შეიქმნა არაერთი ყურადსაღები სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია და წიგნი.
   ბათუმის დრამატული თეატრის მუზეუმი არ წარმოადგენს მხოლოდ თეატრის ისტორიის ამსახველ საცავს. მუზეუმში რეგულარულად იმართება შემოქმედებითი საღამოები, შეხვედრები, ეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები.