ქეთევან ეგუტიძე

2004 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1982 წლის 18 იანვარს. 2003 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, პედაგოგი - გივი სარჩიმელიძე.

მნიშვნელოვანი როლები:

კარმენი (ვატერპოლოო); დრუზილა (კალიგულა); ფრანგიგოგო (ნუგზარი და მეფისტოფელი); დოდო (ჭალას ჩიტი მომკვდარიყო); კატო (ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით); ესტელი (მამურე); საბჭოს წევრი (ზვავი); კლარიჩე (ორი ბატონის მსახური); ცხენი (ერთი უბრალო ამბავი); თეკლე (დავა გემოვნებაზე); მოსწავლე (მზიანი ღამე); ნინეტი, სეფექალი (31 ივნისი); მაყაშვილი (ნული საათი); (საპნის ოპუსი); გამომძიებელი (თეთრი ბაირაღები); ანნა (მოპარული ბედნიერება); დუ (კილი და დუ); მოსწავლე (პეპი გრძელიწინდა); დანიელა (ედიტ პიაფი); დუ (კილი და დუ); დონა ბელიზა (სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი);  სარა (ხანუმა); მთხრობელი (სადღაც ცისარტყელას მიღმა).

ჯილდოები:

2011 წელი - აჭარის თეატრალური საზოგადოება - პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.