სცენების იჯარა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გთავაზობთ სხვადასხვა ფორმატის პროფესიონალურ სასცენო სივრცეებს კულტურული, საგანმანათლებლო, საქმიანი და კერძო ღონისძიებების ჩასატარებლად.
თეატრის სამივე სცენა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ადაპტირებულია როგორც თეატრალური წარმოდგენების, ისე კონცერტების, კონფერენციების, პრეზენტაციების, ფესტივალების, კორპორატიული ღონისძიებებისა და სპეციალური პროექტების მასპინძლობისთვის.
ჩვენს სერვისებში შედის- პროფესიონალური სასცენო სივრცის იჯარა;
- სასცენო განათებისა და გახმოვანების სისტემის გამოყენება;
- სცენისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მომსახურება;
- მსახიობთა გასახდელები და ტექნიკური სათავსოები;
- მაყურებელთა დარბაზი და ფოიე;
- ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში)
დიდი სცენა
- მისამართი: რუსთაველის ქ. №1
- მაყურებელთა რაოდენობა: 423 ადგილი
- დღიური იჯარა: 8000 ₾
- საათობრივი იჯარა: 1000 ₾
ექსპერიმენტული სცენა
- მისამართი: რუსთაველის ქ. №1
- მაყურებელთა რაოდენობა: 60 ადგილი
- დღიური იჯარა: 500 ₾
- საათობრივი იჯარა: 100 ₾
მცირე სცენა
- მისამართი: მელაშვილის ქ. №32
- მაყურებელთა რაოდენობა: 65 ადგილი
- დღიური იჯარა: 1600 ₾
- საათობრივი იჯარა: 200 ₾
როგორ დავჯავშნოთ
იჯარის პირობებისა და ხელმისაწვდომი თარიღების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ:
- ელ. ფოსტა: info@batumitheatre.ge
- ტელეფონი: 0 422 27 31 80 · 0 422 27 42 83
თითოეული პროექტისთვის ვაფორმებთ ინდივიდუალურ შეთავაზებას, რომელშიც გათვალისწინებულია ღონისძიების ტიპი, ხანგრძლივობა და ტექნიკური მოთხოვნები.






