"შოუქეისი"

  10 ოქტ 2017

მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი რიგით მე-9 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ბაზრობა–შეხვედრა ე.წ. „შოუქეისი“. ქართული სპექტაკლების პროგრამაზე მოწვეული იყო 80–მდე საერთაშორისო სტუმარი. "შოუქეისზე" ბათუმის დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა თეატრის რეპერტუარში არსებული სპექტაკლების ბეჭდური და მულტიმედიური მასალა, რომელიც დაინტერესებულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ სპექტაკლების გაცნობის და შემდგომი ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.

სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ჩვენი თეატრის მიმართ. მოხდა კონტაქტების გაცვლა. დაისახა მომავალი პროფესიული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები.