biaff-ს მთავარი პრიზი "კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" გადაეცა მანუჩარ შერვაშიძეს

  15 სექ 2019

2019 წლის 15 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა " ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის" რიგით XIV საზეიმო გახსნა. საღამოზე ჩვენი თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი ბატონი მანუჩარ შერვაშიძე "კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" დაჯილდოვდა ფესტივალის მთავარი პრიზით #ცხენთევზა

სხვადასხვა წელს მიღებული ჯილდოები:
1961 წელი - აჭარის დამსახურებული არტისტი;
1967 წელი - საქართველოს დამსახურებული არტისტი;
1982 წელი - საქართველოს სახალხო არტისტი;
2004 წელი - იუსუფ კობალაძის სახელობის პრემია;
2010 წელი - გაიხსნა მანუჩარ შერვაშიძის სახელობის ვარსკვლავი;
2010 წელი - ბათუმის საპატიო მოქალაქე.
1991-1995 წლები - აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.
2018 წელი – საქართველოს თეატრალური საზოგადოება – უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემია
2018 წელი - ქ.ბათუმის მერია - ჯილდო "დიდასკალოსი"