ევროპაში გასტროლების შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება(პრემიერა)

  19 სექ 2019

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ევროპაში გასტროლების შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება(პრემიერა) 

 

„ თეატრის ევროპული ექსპანსია “

ბათუმის დრამატული თეატრის „ექსპერიმენტული სცენა“ 

 

 

ფილმებს წარადგენს:

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ანდრო ენუქიძე.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: მიხეილ გაბაიძე.

 

ნაჩვენები იქნება სამი დოკუმენტური ფილმი:

  • 2017 წელი | თეატრის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური გასტროლი ლიეტუვასა და პოლონეთში.
  • 2018 წელი | გასტროლი ქ.ბრაშოვი(რუმინეთი) „თანამედროვე დრამის საერთაშორისო ფესტივალი“.
  • 2019 წელი | გასტროლი ქ.ჟეშუვი(პოლონეთი) “საერთაშორისო ფესტივალი ტრანს/მისიები - აღმოსავლეთის ხელოვნების აღმავლობა ჟეშუვი-ბათუმი-ოდესა-ვილნიუსი”.

მოკლე აღწერა:

2017 წელს ბათუმის დრამატული თეატრი იმყოფებოდა, თეატრის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური საგასტროლო ტურნეში ლიეტუვასა და პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც ქალაქებში: პანევეჟიში(ლიეტუვა), ლეგნიცა, ელენა გურა, ვროცლავი, ვალბჟიხი(პოლონეთი) ვითამაშედ ორი სპექტაკლი ანდრო ენუქიძის მიერ განხორციელებული „სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო“ და იაცეკ გლომბის(პოლონეთი) მიერ დადგმული „რამდენი დემონიც გნებავთ“. გასტროლებისას გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი: ქ.პანევეჟისის(ლიეტუვა) მილტინისის სახელმწიფო დრამატული თეატრთან და ქ.ლეგნიცის(პოლონეთი) ელენე მოდრეჟკას სახელმწიფო დრამატულ თეატრთან. გასტროლს აშუქებდა არაერთი მედია საშუალება, ესწრებოდა საერთაშორისო კრიტიკოსები. ამ ფილმში მოთხორობილია ყველა ამ აქტივობის შესახებ. ქრონომეტაჟი. 32 წუთი. 

2018 წელს ბათუმის დრამატული თეატრი იმყოფებოდა ფესტივალზე ქ.ბრაშოვში(რუმინეთი) თანამედროვე დრამის სააერთაშორისო ფესტივალზე, სადაც წარმოვადგინეთ სპექტაკლი „განმშორებელი“ რეჟ. იონ საპდარუ(რუმინეთი). ფესტივალზე საუკეთესო მამაკაცის როლი მიენიჭა ჩვენი თეატრის მსახიობს ტიტი კომახიძეს.  ფილმში ნაჩვენებია ფესტივალის მსვლელობა, ინტერვიუები და დაჯილდოვება. ქრონომეტრაჟი 28 წუთი.

2019 წელს ბათუმის დრამატული თეატრი იმყოფებოდა ფესტივალზე, რომლის სახელშიც მკაფიოდ არის ბათუმი დაფიქსირებული„ საერთაშორისო ფესტივალი ტრანს/მისიები - აღმოსავლეთის ხელოვნების აღმავლობა ჟეშუვი-ბათუმი-ოდესა-ვილნიუს“. წარმოვადგინეთ სპექტაკლი „სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?!“ რეჟ.ანდრო ენუიქძე. ფესტივალი გაიმართება ყველა წელს და ბათუმის თეატრი, მასში გარანტირებულად მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ჩვენ თეატრსა და ვანდა შიმანოვსკას სახელობის თეატრს შორის. ფილმში ნაჩვენებია ფესტივალის მსვლელობა, ინტერვიუები ორგანიზატორებთან. ქრონომეტრაჟი 22 წუთი. 

პ.ს. ყველა ეს დოკუმენტური ფილმი გახლავთ საინფორმაციო ხასიათის, რაც ჩვენი თეატრის ბოლო წლების, ევროპული საგასტროლო რუკის გარკვეულ მონაკვეთს ასახავს.