პრემიერა - განსხვავებულ პირობებში, განსხვევებულ სივრცეში

  17 ივლ 2020

მსოფლიო პანდემიის პირობებში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, მოცემული პირობების შესაბამისად შეიმუშავა საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა. შემოქმედებით პროცესში წყვეტილობამ, შემოქმედებითი რიტმის დარღვევამ მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს თეატრის რეპერტუარს,  შემოქმედებით კოლექტივსა და შემოქმედებით - საწარმოო პროცესს.  


მოცემულ პირობებში თეატრმა სწრაფად გადააწყო თავისი შემოქმედებითი გეგმები და 2020 წლის 17-18 ივლისს მაყურებლის წინაშე წარსდგება  ახალი საპრემიერო სპექტაკლით – ნინო ხარატიშვილის ,,ელექტრას ომი“. სპექტაკლის რეჟისურა და სცენოგრაფია ეკუთვნის გურამ მაცხონაშვილს, კომპოზიტორი ერეკლე დეისაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მეგი კობალაძე (ელექტრა), ლია აბულაძე (კლიტენმესტრა), გიორგი ყორღანაშვილი (ორესტე), დიმიტრი მელია (ეგისთე), ანანო იაშვილი (ქრიზოთემისი), ნატო გოგიტაური (გუშაგი), ნინო კვიტაიშვილი (გუშაგი).  

სპექტაკლი გაიმართება განხვავებულ პირობებში, განხვავებულ სივრცეში ბათუმის დრამატული თეატრის ძირითადი შენობის წინ, ღია ცის ქვეშ (მისამართი: რუსთაველის ქ. N1)