მორიგი პრემიერა - COVID -19 პირობებში

  02 სექ 2020

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მიმდინარე წლის 11-12-13 სექტემბერს COVID – 19 პირობებში მორიგ პრემიერას გამართავს. ამჯერად თეატრი მაყურებელს შესთავაზებს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის “HELLADOS” მიხედვით შექმნილ სევდიან ისტორიას ერთ მოქმედებად. 


სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია პეტრე ჩარგეიშვილი, მხატვარი ვერა ყიფიანი, ვიდეო გადაღება და მონტაჟი ეკუთვნის ზაზა ძიძიგურს. სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები: ნანა კიკვაძე, დიანა ჩახუნაშვილი, ზურა ქავთარაძე და ზაალ გოგუაძე, სპექტაკლში აგრეთვე, მონაწილეობენ ბათუმის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები: ქეთი ფოფხაძე, ლევან თედორაძე, ანდრია გიორგაძე, გაბრიელ გოგუაძე, ზუკა გოგუა, ავთო სანიკიძე, იესე ჯინჭველაშვილი, ლუკა ლომაძე, ანდრია თურაძე. 


სპექტაკლი გაიმართება ბათუმის დრამატული თეატრის ძირითადი შენობის გვერდით, ღია ცის ქვეშ (მისამართი:  რუსთაველის ქ. #1) დასაწყისი: 21 საათზე.