საპრემიერო ჩვენებები გადაიდო . . .

  09 სექ 2020

საპრემიერო ჩვენებები სპექტაკლ "HELLADOS"-ის რომელიც 11-12-13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიზეზით გადაიდო.

გვესმის, რომ საპრემიერო ჩვენებებს ელის, ჩვენი თეატრის ერთგული მაყურებელი, სპექტაკლში მოთამაშე მოსწავლეთა მშობლები, ოჯახის წევრები, სკოლა და განსაკუთრებით სპექტაკლში დაკავებული არტისტები.

სამწუხაროა, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ გვიხდება რამდენიმე დღით გადავდოთ პრემიერა.