მანუჩარ შერვაშიძე - პრემია ეპიზოდური როლისთვის

  11 ოქტ 2020

შემოქმედებითი კავშირი საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია წლის სუკეთესო ეპიზოდური როლის შესრულებისათვის გადაეცა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის უხუცეს მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს ბატონ მანუჩარ შერვაშიძეს.

ბათუმის დრამატული თეატრი გილოცავთ ბატონო მანუჩარ თქვენი შემოქმედებითი ღვაწლის კიდევ ერთ აღიარებას. ეს წარმატება დასტურია იმისა, რომ თქვენ დღემდე დაუღალავად იღვწით ქართული სათეატრო ხელოვნების განვითარებისთვის, თქვენს მიერ შესრულებული ათობით სასცენო თუ კინოროლები ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში.

ბატონო მანუჩარ, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებებს.