გასტროლი ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

  10 ივლ 2022

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. 

სპექტაკლი ნ.დუმბაძის "HELLADOS" რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი

სპექტაკლი გაიმართება 10 ივლისს 15 საათზე ოზურგეთს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დარამატული თეატრის "დიდ სცენაზე"

* * *

2022 წლის 5-15 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 8 უცხოეთის ქვეყანა 9 სპექტაკლით, ხოლო საქართველოდან 15 თეატრი 17 სპექტაკლით მიიღებს .

XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი არადრამატურგიული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას, გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში.