მოგზაურობა თეატრში

  06 დეკ 2022

მიმდინარე 144-ე სეზონიდან, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა ბათუმის დრამატული თეატრის აქტიურ და თანმიმდევრულ პიარ კამპანიას 

სოციალური ქსელის საშუალებით ხდება პოტენციური მაყურებლისთვის ყველა მათთვის საინტერესო ინფორმაციის - რეპერტუარში არსებული წარმოდგენების, დაგეგმილი პრემიერების, აფიშის(ერთი თვე), პოსტერების, სპექტაკლების ფოტო-ვიდეო მასალის დროულად მიწოდება, ასევე, მაყურებელზე მორგებული, ბილეთების შეძენის სხვადასხვა ფორმის შეთავაზება.

განსაკუთრებით სასიხარულოა, ბოლო პერიოდში მოზარდი თაობის გააქტიურება, რაც გამოიხატება სპექტაკლებზე მათი ჯგუფური დასწრებით. 

#ბათუმის_დრამატული_თეატრი_ახალი_მაყურებლის_ძიებაში

ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით ბათუმის დრამატულმა თეატრმა მიიღო გადაწყვეტილება, მოზარდი თაობისთვის, წინასწარ დაგეგმილ დროს, მოაწყოს ე.წ. "მოგზაურობა თეატრში", რომლის მიხედვითაც  თეატრის "უჩინარი მსახურები" გააცნობენ სპექტაკლზე მომუშავე ყველა თანამშრომლის ფუნქციასა და როლს, ეს იქნება - გამნათებელი, გამხმოვანებელი, კაპელდინერი, მოლარე, ადმინისტრატორი, რეკვიზიტორი, გრიმიორი, სცენის მემანქანე, რეჟისორის თანაშემწე, მხატვარი თუ სხვა. 

რამდენიმე ასეთმა მოგზაურობამ უკვე წარმატებით ჩაიარა თეატრში. მასში დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთო, როგორც თეატრის თითოეული თანამშრონელი, ასევე თითოეული  მოზარდი.

თეატრი აგრძელებს აქტიურ სამუშაო პროცესებს, ამდიდრებს რეპერტუარს ახალ მაყურებელელთან შეხვედრის მოლოდინით .