ეკატერინე ჩავლეიშვილი

1995 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1970 წლის 23 ოქტომბერს. 1994 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. პედაგოგი - ანდრო ენუქიძე.

მნიშვნელოვანი როლები:

მზევინარი (ლამარა); მარცია (ცრუ ნერონი); ლალი (მერე რა რომ სველია, სველი იასამანი); სმერალდინა (ორი ბატონის მსახური); ბებია ქალი (ზვავი); კლარა (მეფე ლირი თავშესაფარში); ექთანი ანა (ბომგარდი); ქეთუშა (ნუგზარიდამეფისტოფელი); ლიანა (ბანანისადაკომშისპუდინგიკონიაკითადარომით); კარაჟა (ვატერპოლოო); ქალი (ყოფილების სარეცელი); ელექტრა (ელექტრა); აქტა (ცრუნერონი);  ანეტა (რისთვის ღმერთო?!); ფეკლა (ქორწინება); ჩესონია (მსუქანი ბიჭი ნატურმორტში).

გადაღებულია ფილმებში და სერიალებში: „ბიჭი ბედნიერთა სოფლიდან“; „წვრილვარსკვლავიანთა ღამე“, „ბალალაიკა“; "იდენტიფიკაცია" (კრიმინალური მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი); "აღლუმი"; "ოთარის სიკვდილი".

ჯილდო: 2008 წელი - აჭარის თეატრალური საზოგადოება, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "ნუგზარი და მეფისტოფელი".