მეგი კობალაძე

2007 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1986 წლის 31 მაისს. 2007 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, პედაგოგი გიორგი შალუტაშვილი.

მნიშვნელოვანი როლები: მაიკო (ნუგზარი და მეფისტოფელი); გოგო (ზვავი); კლარიჩე (ორი ბატონის მსახური); დავა გემოვნებაზე; 31 ივნისი(ზღაპარი); მაკბეტი (ლედი მაკდაფი); ტერეზა (ტერეზა რაკენი); ტუვე (უდღეური დღეობა); ელექტრა (ელექტრა); ქალი (სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი); ნესტანი (საპნის ოპუსი); კარინი (ჩურჩული და კივილი); ჰანა (ცხოვრება გრძელდება); მირანდა (სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი); ელექტრა (ელექტრას ომი); ელე (თამაში)

თავისუფალი თეატრი - "ხედი ხიდიდან"

მონოპიესების ფესტივალი - ზიპო (ზიპო);

მონოპიესების ფესტივალი - „მე მქვია ლალი“ (2017 წელს ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალი, თეატრალური პრემია დურუჯი)

დამოუკიდებელი პროექტი კლუბი "მტკვარი" – ჰამლეტი (ჰამლეტი)

მონოპიესების ფესტივალი  - რეჟისორი და ტექსტის ავტორი - "მა-გული"

მონოპიესების ფესტივალი - რეჟისორი და ტექსტის ავტორი - „ქაღალდის თამრო“

დენის კელი „ობლები“ - რეჟისორი(თბილისი ათონელის თეატრი)

ახალი დრამის ფესტივალი ვიდეო „18/42“ - ტექსტის ავტორი

„მეც ლამაზი ვარ“ საგამოფენო სივრცე „კონტე“ - გამოფენის ავტორი

გადაღებულია ფილმებში:

„ასსა“; „მარილივით თეთრი“; შემოდგომა“; „ოჯახი“; „ჩემი ცოლის დაქალები“; „სველი ქვიშა“.

ჯილდოები:

2007 წელი – აჭარის თეატრალური საზოგადოება – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "ზვავი";

2008 წელი – საერთაშორისო კინოფესტივალი „ადანა“–ს პრიზი – ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "შემოდგომა";

2009 წელი - ანკარის კინო ფესტივალი საუკეთესო ქალის მეორე ხარისხოვანი როლისთვის - ფილმში „შემოდგომა“

2009 წელი – საერთაშორისო კინოფესტივალი „BIAFF“–ის  პრიზი – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "შემოდგომა";

2015 წელი – აჭარის თეატრალური საზოგადოება – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "ელექტრა";

2018 წელი – თეატრალური პრემია „დურუჯი“, სპექტაკლში „სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი“ განხორციელებული როლისათვის – „საუკეთესო მსახიობი ქალი“;

2019 წელი – აჭარის თეატრალური საზოგადოება – მირანდას როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი".