.jpg)
2011 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი
ნინო კვიტაიშვილი დაიბადა 1984 წლის 13 აპრილს ქალაქ ბათუმში. 2003 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სახელმწიფო სასწავლებელი „ბალეტის მსახიობის“ სპეციალობით. 2003 წელს მუშაობდა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში საბალეტო დასში „მსახიობად“. 2007 წელს დაამთავრა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტი ხელოვნების ფაკულტეტის დრამის და კინოს მსახიობი.
მნიშვნელოვანი როლები:
გოგო (ბოლო გაჩერება); ქორო (ელექტრა); ქალი (სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი); ქვრივი (ქვრივთა ნუგეშისმცემელი); ანა (მაწანწალა); მთხრობელი (სტუმარ–მასპინძელი); მასწავლებელი (ხანუმა); პეტა (კუნძული).